რუსეთის პრემიერ-ლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში ნალჩიკის ”სპარტაკმა” გროზნოს ”ტერეკს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
სტუმართაგან ერთადერთი გოლის გატანა ლევან გვაზავამ მოახერხა, რომელიც
მეორე ტაიმში შემოვიდა მინდორზე და 5 წუთში ანგარიში მინიმუმამდე
დაიყვანა.
მასპინძელთა რიგებში ძირითადში ვიხილეთ დავით სირაძე, გოგიტა გოგუა კი 65-ე წუთზე გამოჩნდა და ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.
”სპარტაკს” 22 ქულა აქვს და მესამე საფეხურზე იმყოფება, ”ტერეკი” 14 ქულით მეათეა.
championat.ge