ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 17 » გურულმა ისლანდიურ გამარჯვებას სათავე დაუდო
05:58 გურულმა ისლანდიურ გამარჯვებას სათავე დაუდო |
უეფა-ს ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში
უკრაინულმა "კარპატმა” ისლანდიაში "რეიკიავიკს” 3:0 სძლია, შეხვედრაში
ანგარიში კი ქართველმა თავდამსხმელმა სანდრო გურულმა გახსნა.
ჩვენებურმა ლვოველთა რიგებში 90 წუთს ითამაშა, გოლის გატანა კი მეორე
ტაიმის პირველივე წუთზე მოახერხა, რის შემდეგაც თავის გამოჩენა ტკაჩუკმა და
ბატისტამაც შეძლეს.
გუშინვე უნგრული "დიო ეტო” ყაზახურ "ატირაუს” ესტუმრა და 2:0 იმარჯვა.
დიორელთა რიგებში რატი ალექსიძემ საწყის ტაიმში ითამაშა, უნგრული კლუბის
დანარჩენი ქართველები კი განაცხადში არ ყოფილან. "ატირაუს” შემადგენლობაში
გიორგი ფეიქრიშვილმა 84 წუთს იასპარეზა.
შვედურ "კალმართან” გასვლით მატჩში უგოლო ყაიმს გამორჩა კიშინიოვის
"დაჩია”. მოლდოვური კლუბის მაისურით ლევან კორღალიძემ, დავით
გამეზარდაშვილმა, მამუკა ლომიძემ (მან ყვითელი ბარათიც მიიღო) შეუცვლელად
ითამაშეს, ვასილ ღუჭაშვილმა კი მინდორი 57-ე წუთზე დატოვა.
ჩრდილოეთ ირლანდიაში "პორტადაუნთან” მატჩში 2:1 იმარჯვა გიორგი ადამიას
"ყარაბახმა”. ქართველი ფორვარდი აგდამელთა სასარგებლოდ 82 წუთს გაისარჯა.
"მსოფლიო სპორტი"
|
ნანახია: 837 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|