19 მაისი გრასრუტის საერთაშორისო დღეა. უეფას მასობრივი ფეხბურთის განვითარების ქარტიის წევრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა. ყოველი წლის 19 მაისს ამ პროგრამაში ჩართული ყველა ნაციონალური ფედერაცია სხვადასხვა მასობრივ ღონისძიებებს მართავს.
ამ თარიღთან დაკავშირებით წელს, ისევე როგორც შარშან სფფ–ს ორგანიზებით ათამე ღონისძიებაა დაგეგმილი.
საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაიმართება ერთდღიანი მინი საფეხბურთო ტურნირები, სხვადასხვა ცნობილი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების მასტერკლასები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობათ უნარშეზღუდულ ბავშვებს.
19 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ზუსტი პროგრამა უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება სფფ–ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
სფფ–ს პრესსამსახური