დანიური "ვიბორგის” ქართველი მცველი გიორგი ფოფხაძე ავსტრიულ "შტურმში”
ისინჯება. bold.dk-ს ცნობით, "ვიბორგიდან” ბევრი ფეხბურთელი აპირებს
აბარგებას, რაც კლუბში ცუდი ფინანსური მდგომარეობის ბრალია – ადრე თავად
გიორგიმ უთხრა "მსოფლიო სპორტს”, "ვიბორგი” გაკოტრების პირასააო. ფოფხაძე
2006 წლიდან თამაშობს ამ დანიურ კლუბში და ფანებმა ორჯერ აღიარეს გუნდის
წლის საუკეთესო ფეხბურთელად.
რაც შეეხება "შტურმს”, რა შეხსენებაა საჭირო, თბილისის "დინამოს” მომავალი
მეტოქეა ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე. გრაცელთა გუნდში
სხვადასხვა დროს სამ ქართველს უთამაშია: დავით მუჯირს, გიორგი შაშიაშვილსა
და ილია კანდელაკს. ფოფხაძე და კანდელაკი ერთი ამპლუის ფეხბურთელები არიან
- მარცხენა მცველები.
ილია ნანობაშვილი
"მსოფლიო სპორტი"