ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ორშაბათი, 19.08.2019, 17:25


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მაისი » 28 » გიორგი განუგრავა: `ჩვენი წარმატება გულშემატკივარზეა დამოკიდებული`
20:59
გიორგი განუგრავა: `ჩვენი წარმატება გულშემატკივარზეა დამოკიდებული`

http://www.championat.ge/news/geo17.jpg

30 მაისს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები შვეიცარიის ნაკრებთან ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩს გამართავს.

ოთარ გაბელიას შეგირდები უკვე რამდენიმე დღეა  ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე - ბასაზე იმყოფებიან და საგურამოში გადიან მზადებას. გუნდს დააკლდა გიორგი ჭედია, რომელსაც ფრონტიტი ჰქონდა და ვარჯიში არ შეეძლო.

Goli.Ge გუნდის მთავარ მწვრთნელსა და ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელს ესაუბრა და გუნდში შექმნილი სიტუაციით დაინტერესდა.

 

ოთარ გაბელია, გუნდის მთავარი მწვრთნელი: " ჩვენ ჭედია გამოგვაკლდა ავადმყოფობის გამო, ვარჯიში არ შეეძლო და ანთებითი პროცესი ჰქონდა, ამიტომ ასე ჩავთვალეთ საჭიროდ. მიკრო ტრავმა აქვს გიორგი განუგრავასაც, მაგრამ ის დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშებს და პრობლემა არაა ამ მხრივ.

 

იმედიანად ვუყურებთ მომავალ თამაშს. ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით, არაპროგნოზირებადია თამაშები. თურქეთმა ესტონეთთან წააგო და შვეიცარიას სტუმრად მოუგო, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მათ დამარცხებას შევძლებთ.

 

მოხარული ვარ, რომ გულშემატკივარიც ასე იმედიანად არის განწყობილი, ეს ალბათ ეროვნული ნაკრების დამსახურებაცაა, ბოლო ორი მატჩიდან ერთი მოიგეს, მეორე კი, - კამერუნთან, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობდა, ფრე ვითამაშეთ. ნელ-ნელა ისევ დაიწყება წაუგებელი სერიები. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, მაგრამ თუკი ფინალურ ეტაპზე ვერ მოვხვდებით, ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ მე. ჩვენი მთავარი მიზანია, კადრები მოვუმზადოთ ეროვნულ ნაკრებს და ვინც მოეწონება ეროვნული ნაკრების თავკაცს, იმას წაიყვანს.

 

 

დანაკლისი დიდი გვაქვს მჭედლიძისა და ყენიას სახით. გვაკლია გულვერდ თომაშვილიც. სანაიას ტრავმა კი ჰქონდა, მაგრამ მის გამოძახებას არ ვგეგმავდით, რადგან ბოლო ორი შეხვედრა მან ძალიან სუსტად ჩაატარა. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა, ვინც ამას იმსახურებს. შვეიცარიასთან კი ბოლომდე დავიხარჯებით".

 

საკმაოდ კარგი განწყობა აქვთ ფეხბურთელებსაც. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, მაყურებლის წინაშე ახლა უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ.

 

ირაკლი კლიმიაშვილი: "გუნდი მზადაა, განწყობა ამაღლებულია. ყველა ჩვენგანი სტადიონზე მოსაგებად გავა. ხალხს კი მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ".

 

მურთაზ დაუშვილი: " მოსაგებად ვემზადებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე, რა თქმა უნდა. როგორც ვიცი, ბილეთი არაა, დასწრება ღიაა, ამიტომ, მოვუწოდებ ყველა ქომაგს, რომ მოვიდნენ 30 მაისს სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ. ჩვენ ჯგუფში ყველაზე რთული გუნდები არიან და ყველა  ვინარჩუნებთ ჯგუფიდან გასვლის შანსს. ყველა საბრძოლო განწყობაზე ვართ, ვიცით, რომ ადვილი თამაში არ გველის, მაგრამ აუცილებლად მოვიგებთ"

 

გიორგი განუგრავა: " მობილიზებულები ვართ ყველანი. სამწუხაროდ, ჭედია გამოგვაკლდა, მეც მცირე ტრავმა მქონდა, გუშინ არ მივარჯიშია, ვარჯიშის დროს ფეხი ვიტკინე, მაგრამ დღეს უკვე სრული დატვირთვით ვივარჯიშებ. მობილიზებულები ვართ და ვემზადებით დიდი რევანშისთვის. მაყურებლის დამსახურება იყო ჩვენი წარმატება ესტონეთთან, ახლაც მათზეა დამოკიდებული ჩვენი წარმატება. იმედი მაქვს, რომ ტრიბუნები შეივსება. მაყურებელმა იმატა, ამიტომ ახლა უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენც".

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 30 მაისს, შვეიცარიის ნაკრებს დაუხვდება ეროვნულ სტადიონზე. მატჩი 7 საათზე დაიწყება.

 


მაგდა კლდიაშვილი

goli.ge

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

30 მაისი. 19:00 . ეროვნული სტადიონი 

საქართველო  -   შვეიცარია

ოთარ გაბელიას განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელებია არიან :

მეკარეები : გიორგი ბახტაძე ("დიორი”, უნგრეთი),როინ კვასხვაძე (ზესტაფონი)

მცველები: გიორგი ხიდეშელი ("ზესტაფონი”), ბაქარ მირცხულავა ("ბენფიკა”, პორტუგალია), ნიკა კვეკვესკირი ("ბაია”), ალექსანდრე ბენაშვილი ("ზესტაფონი”), ნიკა ხუხია ("ბათუმი”), ლაშა თოთაძე ("დიორი”), ლევან კაკუბავა (”დინამო”)

ნახევარმცველები: ნიკა ძალამიძე (ცსკა, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("გაგრა”), გიორგი განუგრავა ("დიორი”), მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი”), ზაქარია ბეგლარიშვილი ("ფლორა”, ესტონეთი), თეიმურაზ შონია (ცხინვალის "სპარტაკი”), გიორგი თექთურმანიძე (დინამო), ირაკლი კლიმიაშვილი (ვიტ ჯორჯია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი,მოსკოვი) 

თავდამსხმელები: გიორგი ივანიშვილი ("ვოლენი”, შვეიცარია), ბექა გოცირიძე ("დნიპრო”, უკრაინა), მათე ვაწაძე (”დინამო”), რევაზ ბარაბაძე (ანჟი)


ნანახია: 678 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0 Spam
1 მანუელა  
აბა წარმატებები ჩვენს გუნდს და 30-ში ყველანი სტადიონზე უნდა ვიყოთ.

სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2019
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!