ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               კვირა, 18.08.2019, 22:07


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 23 » გიორგი ჭანტურია: “ან ისევ “ბარსა”, ან... “ჩელსი”
15:34
გიორგი ჭანტურია: “ან ისევ “ბარსა”, ან... “ჩელსი”
http://i058.radikal.ru/1007/64/a535a5c76590.jpg

  საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში ვართ: საქართველოს ახალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია, შესაძლოა, ლონდონის "ჩელსიში” გადავიდეს. გეცოდინებათ, საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს” აღზრდილი ჭანტურია კატალონიურ "ბარსელონაში” იჯარით იყო წასული. გიორგიმ "ბარსას” ჟუვენილ ბ-ში ყოჩაღად ითამაშა და კატალონიელებმა კონტრაქტი გაუმზადეს, თუმცა... სავარაუდოდ, "ჩელსი” უკეთეს ხელშეკრულებას შესთავაზებს 17 წლის ფორვარდს.
ჭანტურია ამჟამად თბილისშია.  "მსოფლიო სპორტი” გიორგის დაუკავშირდა და საუბარი არა მარტო "არისტოკრატებში” შესაძლო გადასვლას, არამედ ბარსელონაში გატარებულ პერიოდსაც შეეხო.

- ამჟამად სად ვარჯიშობ?
- საგურამოში, გიორგი დევდარიანის 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად.
 
- "ბარსელონაში” როდის გეწყება ვარჯიში?
- თუ "ბარსელონაში” დარჩენას გადავწყვეტ, 1 აგვისტოს გავფრინდები კატალონიაში.

- გასაგებია. ანუ, ლონდონის "ჩელსიში” შენი გადასვლის ამბავი აქტიურად განიხილება...

- დიახ. "ბარსელონასგან” შემოთავაზებული კონტრაქტი ხელში მიჭირავს. ახლა "ჩელსის” წინადადებას ვნახავ და ამის შემდეგ ავირჩევ. ჯერ ბოლომდე არ ვიცი, რას მთავაზობს "ჩელსი”, რომელ გუნდში თამაშს.

- "ბარსელონა”  "კანტერაში”, ანუ მეორე გუნდში თამაშს ჯერ არ გთავაზობს?
- არა, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი ლიგით ზემოთ, ჟუვენილ ა-ში თამაში შემომთავაზეს.

- გული არ დაგწყდება "ბარსელონადან” წასვლაზე?
- თუ ასე მოხდა, რა თქმა უნდა, ძალიან მომენატრება იქაურობა. კარგ გუნდში ვიყავი, ჩვენი მწვრთნელი სერხიც ძალიან მეხმარებოდა და მისი დიდი მადლობელი ვარ.

- რამდენჯერმე ივარჯიშე კიდეც ხოსეპ გვარდიოლას გუნდთან ერთად. შთაბეჭდილებები?
- ფანტასტიკური იყო. რა უნდა ვთქვა, როცა მესის, ინიესტას და იბრაჰიმოვიჩის გვერდით აგორებ ბურთს. წლეულს ორჯერ ვივარჯიშე გვარდიოლას გუნდთან, ერთხელ კი ვითამაშე კიდეც ამხანაგური მატჩი, როცა ბოლივიის კლუბს ვხვდებოდით და გოლიც გავიტანე. თუმცა მაშინ მესი და სხვა ლიდერები არ იყვნენ გუნდში, ნაკრებში იყვნენ წასულები.

- ყველაზე მეტად, ალბათ, მესი მოგწონს. ასეა?

- მესი და ინიესტა. უფრო, მესი.

- მსოფლიოს ჩემპიონატზე ვის გულშემატკივრობდი?
- რა თქმა უნდა, ესპანეთს.

- "ჩელსიში” ესპანურისგან საკმაოდ განსხვავებული სათამაშო სტილია. შენ რომელი უფრო გიზიდავს?
- ინგლისის პრემიერლიგა ყველაზე მეტად მომწონს და ვფიქრობ, უფრო ძლიერიცაა.

- რატომ?
- ინგლისში საშუალო დონის გუნდები რომ ხვდებიან, მაშინაც კი მაგარი ბრძოლა იმართება. ესპანეთში კი ხშირია შემთხვევები, როცა ერთი გუნდი უდიდეს უპირატესობას ფლობს.   

- ერთიც, "ბარსელონას” ჟუვენილ ბ-ში თამაშისას სხვა ესპანური კლუბისგან არ გქონია წინადადება?
- "ვალენსიისგან” მქონდა და როგორც ვიცი, ახლაცაა ინტერესი, მაგრამ "ჩელსი” სხვა დონეა.


 

ილია ნანობაშვილი
"მსოფლიო სპორტი"
ნანახია: 580 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2019
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!