ცნობილი ქართველი რეკორდსმენი გოდერძი მახარაძე რეკორდის გასაუმჯობესებლად იბრძოლებს.
რეკორდსმენი თავით კენწვლაში 100 მეტრის რამდენიმე წამში დაფარვასა და გინესის რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავს. აღნიშნული რეკორდი მსოფლიოს მასშტაბით 19,50 წამია, მაგრამ მახარაძეს ამ დისტანციის დაფარვა 19 წამში სურს. ახალი რეკორდის დამყარებას ქართველი სპორტსმენი ეროვნულ სტადიონზე 23 მაისს ეცდება, როდესაც ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის ბავშვთა მესამე საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალის ფინალური თამაშები გაიმართება.
|