როგორც ცნობილი გახდა, 11 მაისს, მოლდოვეთში, სტადიონ ‘ზიმბრუზე’
მოლდოვეთის კლუბების ნაკრები, რომელიც მხოლოდ მოლდოველი ფეხბურთელებისგან
იქნება დაკომპლექტებული, ადგილობრივ კლუბებში მოთამაშე ლეგიონერების
ნაკრებს დაუპირისპირდება.
კლუბების ნაკრების მწვრთნელი მოლდოვეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი -
გაბი ბალინტი იქნება, ხოლო ლეგიონერებს ბელორუსი - ანდრეი სოსნიჩკი
უხელმძღვანელებს.
როგორც მოგეხსენებათ, მოლდოვური ‘დაჩიას” ღირსებას ქართველი ფორვარდი -
ვასილ ღუჭაშვილი იცავს. სასიხარულოა, რომ ლეგიონერების ნაკრებში ქართველი
ფეხბურთელიც ითამაშებს.
შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 20-40-მდე ლეი ეღირება.
მაგდა კლდიაშვილი goli.ge
|