ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 16 » "გეფლე" 1-2 "დინამო" თბ.
00:33 "გეფლე" 1-2 "დინამო" თბ. |
უეფას მეორე
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი:
| 1-2
| |
გუშინ სტოქჰოლმში
,,რასუნდა''-ზე გაიმართა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის
პირველი შეხვედრა, სადაც ,,გეფლე''-მ თბილისის ,,დინამო''-ს უმასპინძლა და
1:2 დამარცხდა. შეხვედრის 11-წუთზე ანგარიში მათე ვაწაძემ გახსნა.
ქართველ ფორვარდს ასისტენტობა დონალდ ჯიუსმა გაუწია. მასპინძლებმა 51-ზე
ბერგრენის 11-მეტრიანით ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ ,,დინამოელებმა”
შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნეს და 87-წუთზე ლევან ხმალაძემ
ასევე 11-მეტრიანი შეასრულა ზუსტად და საბოლოო ანგარიში 2:1 დააფიქსირა. აღსანისნავია,
რომ ”ხმალას” მსაჯმა პირველივე ცდიდან გატანილი პენალტი არ ჩაუთვალა და
მეორედ დაარტყმევინა. ამ გამარჯვებით ,,დინამო''-მ დიდი ნაბიჯი
გადადგა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასასვლელად, რომლის კენჭისყრაც
ხვალ გაიმართება. განმეორებითი შეხვედრა 1-კვირაში 22-ივლისს
თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდება და
20:00-ზე დაიწყება, იმედი ვიქონიოთ, რომ ,,დინამო'' განმეორებით მატჩშიც
შეძლებს მეტოქის დამარცხებას და თავაწეული გავა მესამე ეტაპზე. ,,დინამო''-მ
ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ლორია, კაკუბავა, თომაშვილი, ხმალაძე,
კახელიშვილი, ედნილსონი, კოშკაძე (76 ფირცხალავა), თექთურმანიძე, ჯუისი,
რობერტინიო (34 ლეკვთაძე), ვაწაძე (82 მეტრეველი). 34-წუთზე ტრავმა
მიიღო რობერტინიომ, იმედია მისი ტრავმა არ აღმოჩნდება სერიოზული. ყვითელი
ბარათები კი თექთურმანიძემ და კახელიშვილმა დაიმსახურეს, საბედნიეროდ
დისკვალიფიკაცია არცერთ მათგანს არ ექნება. მთელი მატჩის განმავლობაში შვედეთში მცხოვრები დაახლოებით 50 ქართველი
გულშემატკივარი რასუნდას სტადიონის ტრიბუნებიდან ძალიან აქტიურად და
ომახიანად ქომაგობდა ჩვენს გუნდს. ასეთმა მხარდაჭერამ შორეულ შვედეთში
შინაური ატმოსფერო შეუქმნა ჩვენს ფეხბურთელებს. შეხვედრის დასრულების
შემდეგ კი ჩვენმა თანამემამულეებმა ხანგრძლივი ოვაციებით გამოაცილეს
დინამოელები სტადიონიდან.
|
ნანახია: 847 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|