ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 25.04.2024, 15:53


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 27 » გადაწყვეტილია: მჭედლიძე ემპოლიში დაიწყებს
19:36
გადაწყვეტილია: მჭედლიძე ემპოლიში დაიწყებს
http://presa.ge/pic/sport_mchedlidze_empoli.jpg

რატომ უარყო ლევანმა ჰოფენჰაიმი?


როგორც ჩანს, 20 წლის თავდამსხმელ ლევან მჭედლიძის უთამაშებლობის საგა დასრულდა. გასული წლის მიწურულს, საახალწლო-საშობაო არდადეგების გამო თბილისში ჩამოსული ლევან მჭედლიძე "პალერმოში" აღარ დაბრუნებულა. მიზეზად კი პალერმოელთა გუნდის მთავარ მწვრთნელ დელიო როსის მხრიდან უნდობლობა და სათამაშო პრაქტიკის არქონა დაასახელა. რა თქმა უნდა, ძნელია ფეხბურთელი გაამართლო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დელიო როსი გამიდმებით ჰპირდებოდა ჩვენებურს გათამაშებო, მაგრამ გასული სეზონის პირველ ნახევარში მჭედლიძემ "პალერმოში" მხოლოდ ორ შეხვედრაში ითამაშა, ორივეჯერ შეცვლაზეც და ჯამში 31 წუთი დაჰყო მოედანზე.

ზამთრის პაუზისას ლევანს არაერთი მთხოვნელი ჰყავდა. ბოლოს "ნაპოლიდან" მიიღო რეალური შეთავაზება, მაგრამ... კონტრაქტი "ემპოლის" ეკუთვნის, გასული სეზონის დამთავრებამდე "პალერმოში" იყო განათხოვრებული და სიცილიელებმა ჩვენებური "ნაპოლიში" არ გაუშვეს. ლევანმაც მოცდა ამჯობინა, მაისის ბოლოს "პალერმოსთან" მისი საიჯარო კონტრაქტის ვადაც ამოიწურა. ამჯერად მჭედლიძე კვლავაც "ემპოლის" ეკუთნის. სერია B-ში მოასპარეზე ემპოლელთა კლუბის მესვეურებმა გადაწყვიტეს ლევან მჭედლიძე მათ გუნდს დაეხმაროს. თავდაპირველად ლევანი უარობდა, სხვა კლუბში გადასვლის 2-3 რეალური ვარიანტიც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო - არჩია "ემპოლიში" დაბრუნდეს და ახალი სეზონის სერია B-ში დაიწყოს. ჩვენს მიერ მოპოვებული ეს ინფორმაცია ლევანის ძმამ, სატრანსფერო სააგენტოში მომუშავე გიორგი მჭედლიძემაც დაგვიდასტურა.

"დიახ, მართალია, ლევანმა ოჯახის წერებთან ერთად მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამ დღეებში ჩემი ძმა იტალიაში გაემგზავრება და "ემპოლისთან" ერთად დაიწყებს მზადებას. მერწმუნეთ, ალალად გებნებით, გერმანული "ჰოფენჰაიმიდან" ლევანმა რეალური წინადადება მიიღო. ამ კლუბის მიწვევა თბილისში, გერმანიის საკონსულოშია. იყო "ვერდერის" ვარიანტიც, "შალკესთანაც" შეიძლებოდა მოლაპარაკების დაწყება, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე "ემპოლიში" დაბრუნება უკეთესი ვარიანტია. სხვა თუ არაფერი, უკვე 6 თვეზე მეტია, რაც ლევანი უკლუბოდ არის. კარგა ხანია, სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. შესაბამისად, უმჯობესია, "ემპოლიში" მოემზადოს, ფორმა აღიდგინოს და სხვა უკეთეს გუნდში გადასვლაზე მერე იზრუნებს. "ემპოლიში" მომზადება და თამაშით, იმედია ლევანით ნაკრების მწვრთნელები კვლავ დაინტერესდებიან", - აღნიშნა გიორგი მჭედლიძემ "ლელოსთან" საუბარში.

სხვათა შორის, იტალიურმა ვებგვერდების -ტუტტომერცატოწებ.ცომ-ისა და სპორტ.ვირგილიო.იტ-ის მიერ გუშინ გაავრცელებული ინფორმაციის თანხმად, ლევან მჭედლიძით გერმანული "ჰოფენჰაიმია" დაინტერესებული, მაგრამ ფორვარდმა გადაწყვიტა "ემპოლიში" დაბრუნდეს. ამ წყაროების ცნობით, ქართველი იტალიურ გუნდს შაბათს 31 ივლისს შეუერთდება.

დაბოლოს, სერია B-ს გასულ სეზონში "ემპოლიმ" მე-10 ადგილი დაიკავა. სალვატორე კამპილონოს გუნდი ორიოდე დღის წინ შეუდგა მზადებას. კამპილონო მჭედლიძეს ელის, მაგრამ მისი გუნდის დუბლებში უკვე არის ერთი ქართველი - თავდამსხმელი ირაკლი შეყილაძე. 20 წლის ლევან მჭედლიძე, რომელიც 2007 წლიდანაა ეროვნულ ნაკრებში, დღემდე 12 მატჩი ითამაშა და 1 გოლი აქვს გატანილი. კარგა ხნის უთამაშებლობის მიეხედავად, ავტორიტეტული ვებგვერდ ტრანსფერმარკტ.ცო.უკ-ს მჭედლიძე 1,5 მილონ ევროდ ჰყავს შეფასებული.
ნანახია: 774 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!