ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 23.04.2024, 23:44


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » გადამწყვეტ ტურში დვალიშვილს მენთეშაშვილმა აჯობა
19:39
გადამწყვეტ ტურში დვალიშვილს მენთეშაშვილმა აჯობა

თელ ავივის "ჰაპოელი", რომელშიც ზურაბ მენთეშაშვილი ასპარეზობს, ისრაელის თასის მფლობელი და ჩემპიონი გახდა. ქართველმა ფეხბურთელმა აქამდე მოპოვებულ  ტიტულებს აღნიშნულიც შემატა. სამწუხაროდ, ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც "ჰაპოელმა"  იერუსალიმის "ბეითარის" წინააღმდეგ გამართა, "მენთეშას" მონაწილეობა არ მიუღია, თასის ფინალში კი მატჩის მიწურულს შეიყვანეს მოედანზე.

 

 

ჩემპიონობამდე სულ ერთი ნაბიჯი აკლდა ლადო დვალიშვილის ჰაიფას "მაქაბის", თუმცა გუნდმა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა 1:1 ითამაშა "ბნეი იეჰუდასთან" და ტიტული თელ ავივის "ჰაპოელს" დაუთმო.

 

 

Goli.ge ქართველ ფეხბურთელებს - ლადო დვალიშვილსა და ზურაბ მენთეშაშვილს ესაუბრა.

 

 

"ძალიან გახარებული ვარ. შანსი იმისა, რომ ჩვენ მოგვეპოვებინა ჩემპიონის ტიტული, ძალიან მინიმალური იყო, ვერც კი წარმოვიდგენდით, ასე თუ განვითარდებოდა მოვლენები და ჰაიფას "მაქაბი" ფრეს ითამაშებდა "ბნეი იეჰუდასთან". გადამწყვეტი დარტყმა ჩვენთვის ჩემპიონობის ტოლფასი აღმოჩნდა.

 

 

მე მიხარია და თან გული მწყდება, რომ გადამწყვეტ მატჩში ვერ მივიღე მონაწილეობა. ჩემს მეგობრებს ვეუბნებოდი, არ ვიცი ვიმსახურებ თუ არა ამ ტიტულს-მეთქი. ალბათ ვიმსახურებ, რადგან, როცა თამაშის შემდეგ მოვდიოდით, ჩვენმა გულშემატკივრებმა გზა გადამიკეტეს, იცნეს ჩემი ავტომობილი, მილოცავდნენ და ზეიმობდნენ გამარჯვებას, ძალიან დიდი ემოცია იყო. მთელი ქალაქი ზეიმობდა", - გაგვიზიარა თავისი ემოციები მენთეშაშვილმა.

 

 

შესანიშნავად ჩატარებული სეზონის შემდეგ, მეორე ადგილს დასჯერდა ლადო დვალიშვილი. ფეხბურთელმა 25 გოლის გატანა მოახერხა (5 ლიგაზე, 4 ისრაელის თასზე, 16 ისრაელის ჩემპიონატში).

 

 

დვალიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ: "დასანანია, თითქმის ჩემპიონები გავხდით და ბოლო თამაში ვერ მოვიგეთ... თუმცა ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. სრულად ჩავატარე აღნიშნული მატჩი,  ვუტევდი კიდეც მეტოქის კარს. "ბნეი იეჰუდას" მეკარემ ძალიან სახიფათო ბურთიც ამიღო, შესაძლოა გოლადაც მექცია.

 

 

ზოგადად, ჩატარებული სეზონით კმაყოფილი ვარ. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე 5 გოლის გატანა მოვახერხე, ისრაელის ჩემპიონატში ჩემს ანგარიშზე 16 გოლია, ისრაელის თასზე კი - 4. ყველა შეხვედრა, ასე თუ ისე კარგად ჩავატარე".

 

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურაბ მენთეშაშვილი თელ ავივის "ჰაპოელში" აღარ ითამაშებს,  ფეხბურთელს სამომავლო გეგმებზე ვკითხეთ.

 

 

"თელ ავივის "ჰაპოელის" მთავარი მწვრთნელი არ მენდობოდა-მეთქი რომ ვთქვა, არ იქნება მართალი, რადგან საკმაოდ რთულ და საპასუხისმგებლო შეხვედრებში მათამაშა, როგორც ევროლიგაზე, ისე ჩემპიონატშიც, მაგრამ  ბოლო შეხვედრებში ან შეცვლაზე შევდიოდი, ან საერთოდ ვერ ვერთვებოდი თამაშში.

 

 

კონტრაქტი მიმთავრდება გუნდთან, მაგრამ არ არის გამორიცხული დავრჩე კიდეც. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. 18 მაისს ავსტრიაში საქართველოს ნაკრებს შევუერთდები, კამერუნთან ამხანაგური მატჩის შემდეგ გაირკვევა სად გავაგრძელებ ასპარეზობას", - განაცხადა "მენთეშამ".

 

 

ჯერ-ჯერობით არც ლადო დვალიშვილმა იცის სად გააგრძელებს თამაშს მომდევნო სეზონში.

 

 

"ჰაიფას "მაქაბისთან" კიდევ 2 წლის განმავლობაში მაკავშირებს კონტრაქტი. შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ კონკრეტულად ჯერ არ გადაწყვეტილა სად გავაგრძელებ თამაშს მომავალ სეზონში. ახლა კამერუნის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური შეხვედრისთვის ვემზადები", - აღნიშნა დვალიშვილმა.

 

 

 


 

მირანდა სურმანიძე

goli.ge

ნანახია: 825 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!