ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 21 » ევროპის ლიგის ფინალი თბილისში?
21:39 ევროპის ლიგის ფინალი თბილისში? |
საქართველოში აგვისტოს დასაწყისში მიშელ პლატინი ჩამოვა. უეფას პრეზიდენტთან მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საკითხი თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ევროპის ლიგის 2011/2012 წლების ფინალის ჩატარებაა. დედაქალაქში ამბობენ, რომ საქართველოს ამ ღონისძიების მასპინძლობისთვის ყველა პირობა გააჩნია, თუმცა არის დეტალები, რომლის დამუშავებაზეც მხარეებბმა უნდა იმუშაონ. მიშელ პლატინი მოლაპარაკებას საქართველოს სპორტის მინისტრთან ლადო ვარძელაშვილთან და სფფ-ის პრეზიდენტთან ზვიად სიჭინავასთან გამართავს. თბილისში ევროპის ლიგის ფინალის გამართვის მოლაპარაკებების გარდა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელს რამდენიმე პროექტს წარუდგენს. სიჭინავას თქმით, ამ საკითხებზე მოლაპარაკება უეფას ვიცე-პრეზიდენტთან უკვე ჰქონდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით უეფა პლატინის ვიზიტის შემდეგ მიიღებს. საუბარია, საქართველოს რეგიონებში 8 ორვარსკვლავიანი მოედნის გაკეთებაზე. გარდა ამისა, ქართველი ინვესტორის დახმარებით ეროვნული ნაკრების ტექნიკური ცენტრი - "ბასა" რამდენიმე თვეში ყველა საერთაშორისო მოთხოვნას დააკმაყოფილებს. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და კეთილმოეწყობა საცხოვრებელი ოთახები, აუზი, სამედიცინო კაბინეტი და სატრენაჟორო დარბაზი. სავარჯიშოდ იქნება 2 სტანდარტული და 2 მინი მოედანი. უკვე დასრულებულია ხელოვნურსაფარიანი მოედანი, რომელიც საუკეთესო ხარისხისაა. ეროვნული ნაკრების საწვრთნელი ბაზის რეკონსტრუქცია რამდენიმე მილიონი დოლარი ჯდება. მშენებლობას მთლიანად კერძო ინვესტორი აფინანსებს. მისი დასრულება 2010 წლის 30 დეკემბერს იგეგმება.
ბექა დოგრაშვილი
|
ნანახია: 964 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 5.0/2 |
|
|
რეკლამა |
|
|
|