გამოქვეყნდა ფიფას მაისის თვის რეიტინგი, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა აპრილის თვესთან შედარებით 1 პოზიციით უკან დაიხია და ანტიგუა/ბარბუდასა და კონგოს ნაკრებებს შორის 217 ქულით 120-ე ადგილი დაიკავა. რა თქმა უნდა, ამ რეიტინგში არ არის გათვალისწინებული გუშინდელი მატჩის შედეგი.