6:0
დღეს მინსკში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა (მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევი) ამხანაგურ შეხვედრაში ბელარუსის ნაკრებს (1993 წელს დაბადებულები) 6:0 მოუგო. სამი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა, თავი გამოჩინეს ლაშა ჩაფიძემ, ზვიად სიხარულიამ და ქემუხტაშვილმაც.
ჩვენი ნაკრების სასტარტო შემადგენლობა: ლეგაშვილი, კვეკვესკირი, კვირკველია, ხუჭუა, ბრაჭული, ფუტკარაძე,ელიზბარაშვილი, სიხარულია, ჩელებაძე, ოქრიაშვილი, ჩაფიძე. შეცვლაზე შევიდნენ: იამანიძე, ქემუხტაშვილი, რუხაია, ჩანგელია, გეწაძე.
შეგახსენებთ, რომ 8 მაისს ამავე გუნდების შეხვედრაში ჩვენებურებმა 2:0 იმარჯვეს.