უეფას ევროპის ლიგის მეორე
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ გეფლე-დინამო, შვედურმა
ინტერნეტ-სააგენტო gd.se-მ საკმაოდ ვრცელი მასალა მიუძღვნა ამ მატჩს და
გეფლეს თავკაცის პერ ოლსენის ინტერვიუც შემოგვთავაზა. გთავაზობთ აღნიშნულ
მასალას.
მასალის ქვესათაური ასე გამოიყურება:
გეფლეს მწვრთნელი: "ეს არის სრულიად განსხვავებული შეხვედრა
ვიდრე შვედეთის ჩემპიონატის"
46-წლის პერ ოლსონი უკვე 17-წელია მწვრთნელია. დღეს საღამოს შეიძლება
ითქვას, რომ მის კარიერაში უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა, მას და მის კლუბს
უმძიმესი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. გეფლე მასპინძლობს საქართველოს
ყველაზე ტიტულოვან კლუბს თბილისის ,,დინამო’’-ს, ქვეყნის მთავარ არენა
,,რასუნდა’’-ზე.
-ეს იქნება განსხვავებულად რთული შეხვედრა , როგორც ჩვენთვის
მწვრთნელებისათვის, ასევე ფეხბურთელებისათვის, მაგრამ მიზანი საერთოა’’ -
განაცხადა ოლსონმა.
ამ თამაშის განსაკუთრებულობა მასპინძლებისათვის იქიდანაც იგრძნობა, რომ
პერ ოლსონი უჩვეულოდ აქტიური იყო ვარჯიშებზე და განსაკუთრებულად
მოტივირებული.
მას დიდი სურვილი აქვს რომ საკუთარ მშობლიურ
კლუბში დაბრუნებით სარგებელს მოუტანს ,,გეფლე’’-ს, მანამდე ხომ იგი
,,იორებრო’’-ში ასისტენტად მუშაობდა და კლუბში ტრაგიკული ფაქტის მერე
დაბრუნდა, როცა კენეტ როზენი მოკლეს. სწორედ ამ ფაქტის მერე მოხდა ოლსონის
როგორც მთავარი მწვრთნელის დაწინაურება, როცა კლუბის ჩაბარება თხოვეს.
-ეს იყო საშინელება და ურთულესი დრო კლუბის ისტორიაში. კენეტის
გარდაცვალება იყო დიდი ტრაგედია მთელი კლუბისათვის. არავის ქონდა ჩვენი
იმედი, იყო დამარცხებების სერია. კლუბი 20-წელი არ იყო მანამდე უმაღლესში
და მხოლოდ 2004-ში დაბრუნდა. ჩვენ იმდენი შევძელით რომ აგერ უკვე 6-წელია
უმაღლესში ვართ და ჩვენი ნიშა გვიკავია. როდესაც მე ავიღე ხელში კლუბის
მართვა, გადავწყვიტე, რომ შანსი მივცეთ იმ მოთამაშეებს, რომლებიც კლუბს
მომავალში უფრო გამოადგებოდნენ.
პერ ოლსონი აღწერს, რომ კლუბმა მოახერხა 6-წელი სტაბილური თამაში და
ეხლა უკვე ფეარ-პლეის წყალობით ევროტურნირებსაც მოუსინჯავენ გემოს.
,,ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ კლუბმა ვერ მიაღწია 9-ადგილზე მაღალ
შედეგს, არის ის რომ სხვა კლუბებთან შედარებით მცირე დაფინანსება გვაქვს.
გამოსავალი კლუბის გაყიდვაშია. ასეთი ბიუჯეტით უფრო მეტი ზრდის საშუალება
არ გვქონდა’’ - აცხადებს ოლსონი. ,,ჩვენ 6-წლის მანძილზე დაახლოებით 160-მილიონიანი (კრონა) ბრუნვა
გვქონდა, რაც მალმიოს ერთი წლის ბრუნვაზე ნაკლებია, ყოველივე ამის მერე რა
შედეგებზეა საუბარი?’’
ოლსონს კიდევ 2-წელი აქვს დარჩენილი კლუბთან კონტრაქტი და თვლის რომ
მისი 17-წლიან სამწვრთნელო გამოცდილებას მაქსიმალურად მოახმარს კლუბს, რომ
უფრო მეტი წარმატებებს მიაღწიონ.
პირველი ყველაზე დიდი გამოწვევა კი ამ საღამოს ,,რასუნდა’’-ზე თბილისის
,,დინამო’’-სთან იქნება.
,,ეს იქნება სრულიად უცნობი საფეხბურთო სტილის და ფილოსოფიის ქვეყნების
კლუბების შეხვედრა. მათ არაფერი არ იციან ჩვენზე და ჩვენ არაფერი არ ვიცით
მათზე. ეს იქნება ურთულესი შეხვედრა ბევრი ნერვების წყვეტის და ტაქტიკური
ბრძოლის ფონზე. დაველოდოთ ამ საღამოს ბევრი რამე შეიძლება გაირკვეს.’’
და ბოლოს შეგახსენებთ, რომ დღეს შეხვედრა თბილისის დროით 21:00-ზე
დაიწყება.
championat.ge
|