მოგეხსენებათ, რომ 24 მაისს ქუთაისის სტადიონის გახსნა ძლიერი წვიმის გამო არ შედგა, აქედან გამომდინარე ფეხბურთის ფედერაციამ ეს ღონისძიება 28 მაისისთვის გადაიტანა სტადიონის გახსნა და დღეს 20.00 საათზე ქართულ საფეხბურთო სამყაროს ახალი არენა ოფიციალურად შეემატება. შეგახსენებთ, რომ გახსნის ერთ–ერთი ნაწილი იქნება, ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელების მატჩი.