ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » მაისი » 26 » დღეს დინამომ და ვიტ-ჯორჯიამ ეროვნული დაიპყრო
00:01 დღეს დინამომ და ვიტ-ჯორჯიამ ეროვნული დაიპყრო |
დღეს, საქართველოს თასის ფინალის მონაწილეებმა დინამომ და ვიტ-ჯორჯიამ ეროვნულ სტადიონზე ვარჯიშები გამართეს. თავდაპირველად 17.30 საათზე თბილისის დინამომ ივარჯიშა. გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით იმყოფება და არავითარი დანაკლისი გააჩნია კლუბს. დინამოელთა ვარჯიშის შემდეგ კი ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესს-კონფერენცია გამართა, ხოლო პრესს-კონფერენციის დასრულების შემდეგ კი უკვე ვიტელებმა წაივარჯიშეს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე.
გთავაზობთ მატჩის წინა კომენტარებს:
გურამ კაშია (დინამო): შანსებს 50/50–ზე ვაფასებ, ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩი იქნება. რაც შეეხება მეტოქეს, ვიტ-ჯორჯია ჩვენთვის საკმაოდ ძლიერ მეტოქეს წარმოადგენს, მიუხედავად ამისა ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რათა ხვალინდელი ფინალი მოვიგოთ.
კახა კაჭარავა (დინამოს მწვრთნელი): თამაში საინტერესო იქნება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოვიგოთ ხვალინდელი შეხვედრა, შანსებს თანაბრად შევაფასებდი. რაც შეეხება გუნდის ფეხბურთელებს, თითოეული მათგანი ოპტიმალურ ფორმაში იმყოფება და რაც მთავარია არავითარი დანაკლისი არ გააჩნია გუნდს.
გელა გომელაური (ვიტ-ჯორჯიის მწვრთნელი): დინამო დიდი ტრადიციები გუნდია, აქედან გამომდინარე ის ყოველთვის დიდი მიზნებისთვის იბრძვის. მოგეხსენებათ, ჩვენ მეოთხე ადგილი დავიკავეთ ეროვნულ ჩემპიონატში და ხვალინდელ შეხვედრაში შევეცდებით, რომ თასი ჩვენ დავისაკუთროთ.
შეგახსენებთ, რომ მატჩი ხვალ, 26 მაისს, 17.45 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება, ბილეთის ფასი კი 1 ლარი ეღირება.
P.S. მოდით და დაუჭირეთ მხარი ქართულ ფეხბურთს! ყველანი სტადიონზე!
თორნიკე ცირამუა fanebi.com
|
ნანახია: 868 |
დაამატა: Admin2
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|