უკვე ორი კვირაა, რაც ევროპული საკლუბო ფეხბურთი 'შვებულებიდან'
დაბრუნდა და თავდაპირველად ევროპის ლიგამ შეგვახსენა თავი..
"დინამო" და "ზესტაფონი" გათამაშებაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვნენ და
ორივემ წარმატებით დაძლიეს პირველი ბარიერი. 'დინამომ' ესტონური ფეხბურთის
ფლაგმანი 'ფლორა' გამოაგდო, ორი მატჩის ჯამში 2-1, ხოლო 'ზესტაფონმა'
სან-მარინოს წარმომადგენელი 'ფაეტანო' დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში 5-0.
'ვიტ-ჯორჯია' კი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება.
მეორე ეტაპზე ქართული კლუბების მეტოქეები უკვე გარკვეულია,
'დინამო' - 'გეფლესთან' გაარკვევს ორმატჩიან დუელში უძლიერესის
ვინაობას, ხოლო 'ზესტაფონი' და 'ვიტ-ჯორჯია' შესაბამისად სლოვაკურ
"დუკლასთან" და ჩეხურ "ბანიკთან". ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე კი საქართველოს მხოლოდ ერთი
წარმომადგენელი ჰყავს - ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი რუსთავის "ოლიმპი",
რომელიც მეორე ეტაპიდან ჩაერთვება გათამაშებაში და მესამე ეტაპისთვის
ბრძოლაში ყაზახურ "აქტობეს" დაუპირისპირდება. ქართული კლუბების მეტოქების შესახებ მცირეოდენ ინფორმაციას
მოგაწვდით.
თავდაპირველად ევროპის ლიგით დავიწყოთ, რომლის მეორე ეტაპის პირველი
მატჩები 15 ივლისს გაიმართება.
'ვიტ ჯორჯია' და 'ზესტაფონი' საშინაო შეხვედრებს გამართავენ, ხოლო
'დინამო' შვედეთში გაემგზავრება.
დავიწყოთ "დინამოს" მეტოქით. შვედური 'გეფლე' დაარსდა 1882 წელს, 128 წლიანი არსებობისდა
მიუხედავად ვერანაირი ტიტულებით ეს კლუბი ვერ დაიკვეხნის, მხოლოდ 2006 წელს
შესძლო თასის მოპოვება.
ეს არის ამ კლუბის ყველაზე დიდი მიღწევა, ბოლო 100(!) წლის
განმავლობაში.
შარშან კი, შვედურ პირველობაში მეათე ადგილზე გავიდა და მხოლოდ ფეარ
პლეის პრინციპით მიიღო უეფასგან ევროპის ლიგაზე ასპარაზებოს უფლება. გუნდი
ძირითადად შვედი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, თუმცა 5 ლეგიონერი
მაინც მოიძებნება მათ რიგებში: ნორვეგიელი, ტანზანიელი, ფინელი, გამბიელი
და განელი.
კლუბის საშინაო არენაა 'Strömvallen' რომელიც 7.000 კაცზეა
გათვლილი.
ამ სურათებიდან კარგად ჩანს, თუ რა შესანიშნავ ატმოსფეროში მოუწევს
დინამოს პირველი შეხვედრის გამართვა.
'ვიტ ჯორჯიას' მეტოქე - ჩეხური "ბანიკი"
თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ქართული კლუბებიდან, ამ ეტაპზე,
ყველაზე ძლიერი მეტოქე ვიტ-ჯორჯიას ხვდა წილად. "ბანიკი" ჩეხური ფეხბურთის
ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და საკმაოდ სახელგანთქმულიც. იგი 1922 წელს
ჩამოყალიბდა და მას შემდეგ, რაც ჩეხეთის ჩემპიონატი დამოუკიდებლად ტარდება,
ჩემპიონობა მხოლოდ ერთხელ, 2004 წელს გახდა.
ასევე არის ჩეხეთის თასის 2005 წლის გამარჯვებული, 2004 და 2006
წლებში თასის ფინალში იასპარეზა, თუმცა ხელმოცარული დარჩა. კლუბის მშობლური არენაა Bazaly რომელიც 17.500 მაყურებელს
იტევს
კლუბი ჩეხი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მხოლოდ 3 ლეგიონერი ჰყავთ:
2 სლოვაკი და ერთიც კაბო ვერდეს წარმომადგენელი.
ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 25 წელია.
'ზესტაფონის' მეტოქე "დუკლა" დაარსდა 1965 წელს.
კლუბის საუკეთესო შედეგი ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილია, რომელიც
მან 2004 წელს დაიკავა, ხოლო 2005 წელს თასის მფლობელი გახდა.
წინა ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა.
ეს გუნდიც ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული
მხოლოდ ორი ლეგიონერი ჰყავთ სერბი და სენეგალელი. გუნდის საშინაო არენა ქალაქ ბისტრიცაში მდებარეობს მისი
სახელია 'SNP Stadium' რომელიც 10,000 კაცზეა გათვლილი.
ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 24 წელია.
ქვეყნის ჩემპიონის - "ოლიმპის" მეტოქე - "აქტობე" ჩამოყალიბდა
1967 წელს.
ყაზახური ფეხბურთის ყველაზე გამორჩეული გუნდია, განსაკუთრებით გაძლიერდა
ბოლო 5 წლის განმავლობაში, ამ პერიოდში 2005, 2007, 2008, 2009 წლებში 4
ჯერ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა. 2008 წელს ქვეყნის თასი, ხოლო 2008 და
2010 წლებში ქვეყნის სუპერთასის მფლობელიც გახდა.
ყაზახეთის მიმდინარე ჩემპიონატზე მხოლოდ მეოთხე ადგილზეა. კლუბი ლეგიონერების ხარჯზეა გაძლიერებული, ჰყავთ 3 რუსი 2
კამერუნელი 1 სენეგალელი და 1 ყირგიზი ლეგიონერი.
გუნდის საშუალო ასაკი 25 წელი.
მშობლიური არენაა 'Aktobe Central Stadium' რომელიც 12,000 კაცს
იტევს
წარმატებები
ვუსურვოთ ოთხივე ქართულ გუნდს, იმედია ამ ბარიერებს წარმატებით დაძლევენ
და ქართველ გულშემატკივრებს გაახარებენ.
goli.ge
|