ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 30 » ჩემპიონატის სტარტი გადაიდო
18:50 ჩემპიონატის სტარტი გადაიდო |
დღეს გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განხილული იყო 2010-11 წლების სეზონის უმაღლესი ლიგის გუნდებს და დუბლშემადგენლობებს შორის ეროვნული ჩემპიონატის კალენდრის პროექტის დამტკიცების საკითხი. აღმასკომმა დაამტკიცა საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის მიერ შემუშავებული კალენდარი და მასში ერთი ცვლილება შეიტანა. 6-7 აგვისტოს ნაცვლად, პირველი ტურის ყველა შეხვედრა გადატანილია და გაიმართება 15 სექტემბერს. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა სტარტს აიღებს 2010 წლის 14 და 15 აგვისტოს. მეორე ტურის მატჩებით. დუბლშემადგენლობებს შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართება 16 სექტემბერს.
პფლ-ს პრესსამსახური
|
ნანახია: 837 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|