championat.ge შეხვდა და ესაუბრა ჩვენი მკითხველისთვის ნაცნობ და მეტად საინტერესო რესპოდენტებს. ჩვენი სტუმრები იყვნენ: ჟურნალ "ათიანის" რედაქტორი-გიორგი გორგოძე, მწერალი- დავით ტურაშვილი,ფეხბურთის სპეციალისტი- ლევან ყიფიანი დაჟურნალისტი- დავით კოვზირიძე.
მთავარ თემად შევარჩიეთ საკლუბო ფეხბურთის განვითარება.
გიორგი გორგოძე - დღევანდელ მდგომარეობაში მიმაჩნია , რომ საუკეთესო გამოსავალი იქნება კლუბების ქომაგთა მმართველობაში გადაცემა . ისევე როგორც ესპანეთშია(სოსიოების სისტემა), ყველას აქვს ხმის უფლება, მართვა არარის ცალმხრივი და ერთ პიროვნებაზეც არაა დამოკიდებული კლუბის ბედ-იღბალი. ყველას ააქვს ხმის უფლება. ვესწრებოდი ბარსელონას გულშემატკივართა კონფერენციას იმ სეზონში , როდესაც კლუბმა რაიკაარდის ხელმძღვანელობით "ლა ლიგაც" მოიგო და ჩემპიონთა ლიგაც. ლაპორტა გახარებული იყო და ძირითადად მილოცვებს იღებდა, მაგრამ სოსიოებმა წინ დაუდეს უამრავი პრობლემა , რომელიც ჰქონდა კლუბს.
მათი რაოდენობა მთლიანობაში 40 000-ს აჭარბებს.
დათო ტურაშვილი- თქვენ ამბობთ, რომ ყველა კლუბი ერთი სისტემით იყოს საქართველოში? ეს ხომ არც ისე მარტივი გადასაწყვეტი იქნება და დროც საკმაოდ დასჭირდება.
გიორგი გორგოძე- დავიწყოთ ერთით. მაგალითად დინამოს დასაწყისისთვის საკმარისია ჰყავდეს 5000 "სოსიო". ეს მაგალითი იქნება სხვა კლუბებისთვის.
დათო ტურაშვილი- მოდით შორეული ტერმინის მაგივრად გამოვიყენოთ "სახალხო გუნდი". 13 მაისი ჩვენთვის აღმოჩნდა შემაფერხებელი, უკურეაქციის მომცემი. მას შემდეგ ვეღარ განვითარდა ჩვენი საფეხბურთო სისტემა. იყოს სახალხო გუნდი, მაგრამ ყველა ვერ იქნება ამ სტატუსის მატარებელი. მაგალითად დინამო თავისი წარსულით უნდა იყოს მომგებიანი.
ირაკლი ბუხალი- მიჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყოს დინამო სახალხო გუნდი? სსრკ-ს დროს გასაგებია, მაგრამ დღეს მე როგორც დინამოს ქომაგი, ამის წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ მინდა, რომ დინამოს თბილისელები გულშემატკივრობდნენ.
დათო ტურაშვილი- მე საერთოდ მომხრე ვარ, რომ გუნდებს თბილისში უბნური სახელები ერქვას. იგივე ლოკომოტივი, რატომ უნდა ერქვას "ეს" სახელი. თუნდაც რომ დაერქვას "ვაკე", ალბათ უფრო მომგებიანი და მისაღები იქნება.
ლევან ყიფიანი- მაგრამ ეს სახელები ხომ ძველი ისტორიაა და ტრადიცია, იგივე "დინამო"-ს სხვა ფუნქცია და დატვირთვა აქვს.
გიორგი გორგოძე- ამ ყველაფერს უკვე თავისუფლად გადაწყვეტდა ქომაგთა მმართველობა. იქნება ყოველწლიური აუცილებელი შესატანი თანხა. მაგალითისათვის დასაწყისისთვის მინიმალური შესატანი 100 ლარი. ჯამში უკვე ნახევარი მილიონია. შეიკრიბებიან, იქნება მათთვის უფასოდ დასწრება თამაშებზე, სხვადასხვაგვარი შეღავათი. დღეს ლაპარაკია- ვის ეკუთვნის დინამო... აქეთ პრეტენზიები აქვს ჟორდანიას, ბოლომდე გაურკვეველია "სელფორდის" ამბავი. კლუბი ბოლო 2 წელი თავს ძირითადად ინახავს კობახიძის და ოვონოს ტრანსფერში აღებული ჰონორარით.. სოსიოები- ქომაგები, თავად შეინახავენ კლუბს. პრეზიდენტის არჩევა მოხდება მარტივად, სტრატეგიისა და პროგრამის მიხედვით. როდესაც ერთ კონკრეტულ პიროვნებაზეა გუნდი დამოკიდებული, ეს ძალიან სარისკოა. ხვალ- ზეგ შეიძლება იმ პიროვნებას ან კომპანიას პრობლემები შეექმნას. ესე კი მყარი ბაზა იქნება, მყარი გულშემატკივარით.
ირაკლი- ქართველ ახალგაზრდებში, რომლებიც ითვლებიან ძირითად გულშემატკივრებად, თითქმის საერთოდ დაკარგულია ქომაგობის კულტურა, აღტკინება, ვნება. ისინი დადიან სტადიონზე მეგობარი ან ნათესავი ფეხბურთელის "საბალელშიკოთ" და ეს გულშემატკივრობაც გამოიხატება "კნატუნში". და საერთოდ არ მესმის მოდური გამოთქმის- გული შემტკივა ქართულ ფეხბურთზე. როდესაც გეყვარება საკუთარი კლუბი, მეტს დაიხარჯებით ერთმანეთისთვის, ნაკრებიც შესაბამისად ძლიერი და წარმატებული იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ფინანსები არაა მთავარი პრობლება ქართულ ფეხბურთში. აქ სიყვარულზე და გათავისებაზეა საუბარი.
ლექსო გრიგალაშვილი- რომელ გულშემატკივარზეა საუბარი, რომელსაც საერთოდ არ ესმის რატომ უნდა უქომაგოს კლუბს ჩემპიონატში და ევროტურნირზე ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ "ყველას ბალელშიკი" რო ხდება?!
გიორგი გორგოძე- რომელი ფორმა იმუშავებს მაშინ საქართველოში. კერძო დამფინანსებელი ან გუბერნატორი როგორ ხასიეთზე გაიღვიძებს? ხომ უნდა იყოს რაღაც მკვიდრი ბაზა და საფუძველი.
ლევან ყიფიანი- ჯერჯერობით ეს იდეის დონეზეა და არამარტო დინამო უნდა განიხილებოდეს ამ იდეაში. სხვა კლუბითაც შეიძლება დაწყება.
დავით კოვზირიძე- მაგრამ ამ ყველაფრისთვის პირველ რიგში გასარკვევია კლუბები ვისია... ზოგი გუნდი კერძო საკუთრებაშია, ზოგიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ეს არ იქნება მარტივი პროცესი.
გიორგი გორგოძე- ამისათვის უნდა მოხდეს ლეგიტიმიზაცია და დარეგისტრირება, რომ ყველა კლუბი ეკუთვნოდეს ქომაგს. ის რაც მოხდა ზესტაფონში (იგულისხმება გაურკვევლობა და გუნდის დარჩენა-არდარჩენის საკითხი ი.ბ.), ამის უფლებას თავს ვეღარავინ მისცემს.
ლექსო- თავს ვინ მოაბავს ამ ყველაფერს? ალბათ ფედერაცია? ხომ უნდა შეიქმნას რაღაც წესდება, რომ უმტკივნეულოდ მოხდეს ეს ყველაფერი.
გიორგი გორგოძე- ეს ინიციატივა წამოვა ჟურნალისტებისგან. გამოქვეყნდება პრესაში თუ რა სისტემით ხდება იგივე ესპანეთში. ასევე გასარკვევი იქნება სტადიონების საკითხი. ჩვენი ყურადღება უამრავმა პიარ-აქციამ მიიპყრო, მაგრამ რამოდენიმე სტადიონი პირიქით, აღარ არსებობს თბილისში: სკა, სინათლე, სტუდქალაქის სტადიონი...
ლევან ყიფიანი- ამაზე საუბრობთ თქვენ, საერთოდ ფეხბურთის სპეციალისტები ( რომლებიც ნაკლებად არიან საქართველოში და არც საკუთარ თავს მივიჩნევ სპეციალისტად). ამაზე საუბრობთ ჟურნალისტები და გულშემატკივრები. ეს არ არის საკმარისი. ასევე საჭიროა გათვლა პროფესიული თვალსაზრისით.
გიორგი გორგოძე- ვინ შეიძლება ამ იდეას დაუპირისპირდეს? ღიად ალბათ ვერავინ. ამით მოხდება ლეგიტიმიზაცია. წარვადგინოთ ეს თემა, დავპატიჟოთ გულშემატკივარი.
ლექსო- ამ გულშემატკივარს ნაკრების იქით არაფერი აინტერესებს. კლუბები კი... იგივე ხორვატიაში ან ირლანდიაში არამგონია ჩვენზე უკეთესი კლუბები ყავდეთ, მაგრამ ხალხი დადის სტადიონზე.
დათო ტურაშვილი- ამისათვის საჭიროა უბნური პრინციპით გუნდების დაყოფა. რეგიონებში არ არის ამის პრობლემა , მაგრამ თბილისში მისწრება იქნება. მაგალითად ვიტ ჯორჯია და ლოკომოტივი. ვისთვის თამაშობენ, მათ ხომ საერთოდ არ ყავთ გულშემატკივარი...
დავით კოვზირიძე- ეს ვარიანტი რაც ევროპაშია და კერძოდ ესპანეთში, ხელმისაწვდომია ჩვენთვის. მივუსადაგოთ ერთმანეთს, დავწეროთ და გავაპიაროთ. სფფ-ს პრეზიდენტიც განიხილავს ამ თემას და დავაინტერესოთ.
ლევან ყიფიანი- ყველაზე მთავარი მაინც იმის ახსნა და გაგებაა, თუ როგორ უნდა გადავიდეს კლუბი ერთი სტატუსიდან მეორეში.
ირაკლი- ნაკრების თამაშებზე თითქმის ყოველთვის ივსება სტადიონი. ხალხს აღარააქვს პროტესტის გრძნობა. მოლდოვასთან საშინაო მარცხის შემდეგ შეიძლებოდა რამენაირად პროტესტის გამოხატვა. თან რატომღაც მიაჩნიათ, რომ საკლუბო ფეხბურთი უმნიშვნელოა სანაკრებოსთან შედარებით. საერთოდ რატომაა, რომ ზაგრებში, დუბლინში და ბუდაპეშტში ავსებენ სტადიონებს და 2 მილიონიან თბილისში კი ათასი კაციც არ დადის აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ტიტულოვანი გუნდის საქომაგოთ.
ლევან ყიფიანი- ეს ყველაფერი კულტურის ბრალია. მარტო ფეხბურთის კი არა, ჩვენი თანამდევია. საკლუბო ინფრასტრუქტურის მართვის და მფლობელობის 3 ფორმაა: 1) საბჭოთა, როცა ყველაფერი სამთავრობო მმართველობაშია. 2) აშშ, სადაც ყველაფერი კერძო ხელშია და 3) ევროპული, სადაც შერეულია მუნიციპალური და კერძო მმართველობა. იყოს მუნიციპალური და გადაეცეს კლუბს მართვაში. მაგალითად მაინცში ააშენეს სტადიონი, რომელზეც მერიამ გამოყო შეღავათი და კლუბთან ერთად 50/50 გაინაწილეს. და რაც შეეხება ჩემპიონატის დონის აწევას, აქ სტაბილურობაა მნიშვნელოვანი. იგივე ბარსელონას ან რეალს არააქვს გარანტია , რომ გავლენ ალმერიასთან სათამაშოდ და მიიღებენ 3 ქულას. ყველა თამაშში ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. უბრალოდ ბარსაც და რეალიც სტაბილურად გადიან ჩემპიონატის ბოლომდე და მოდის შედეგიც. ეგ სტაბილურობა აკლია ასევე ჩვენ ფეხბურთს.