ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 26.04.2024, 07:13


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 13 » ბრძოლა ბაროშისა და გალაშეკის გუნდთან
18:28
ბრძოლა ბაროშისა და გალაშეკის გუნდთან
http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/banik-team_medium.jpg

ხვალ უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო მატჩები დაიწყება. ერთი შეხედვით, ქართული კლუბებიდან ყველაზე რთული მეტოქე "ვიტ ჯორჯიას" შეხვდა. შვედურ "გეფლესა" და სლოვაკურ "დუკლასთან" შედარებით, ჩეხური "ბანიკი" გაცილებით მდიდარი წარსულის მქონე კლუბია და გარკვეულ წარმატებებს ბოლო პერიოდშიც მიაღწია.

"ბანიკი" 1922 წელს დაარსდა და სამჯერ გახდა ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონი (1976, 1980 და 1981 წლებში). ოსტრაველებმა ასევე სამჯერ მოიპოვეს ჩეხოსლოვაკიის თასი, ჩეხეთის ჩემპიონობა კი ერთხელ, 2004 წელს იზეიმეს. ბოლო ტიტული, ჩეხეთის თასი, "ბანიკმა" 2005 წელს მოიპოვა. გუნდი შიდა ასპარეზზე თითქმის ყოველთვის ახერხებდა საპრიზო ადგილებზე გასვლას. ჩეხეთის ბოლო ჩემპიონატში "ბანიკმა" მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონ "სპარტას" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩა, მეორადგილოსან "იაბლონეცს" კი – ერთით.

"ბანიკს" ევროთასი არასოდეს მოუპოვებია, მაგრამ ჩეხოსლოვაკიის არსებობისას საერთაშორისო ასპარეზზე მაინც ანგარიშგასაწევი ძალა იყო. 1975 წელს წელს ოსტრაველები უეფას თასის მეოთხედფინალამდე მივიდნენ, 1979 წელს თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში ითამაშეს, 1981 წელს კი ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალამდე მიაღწიეს.

ყველაზე დიდი ვარსკვლავი, ვინც ბოლო წლებში "ბანიკს" გაუზრდია, ჩეხეთის ნაკრების თავდამსხმელი მილან ბაროშია, რომელმაც "ლივერპულის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ასევე "ბანიკში" დაიწყო კარიერა ტომაშ გალაშეკმა, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იცავდა ჩეხეთის ეროვნული გუნდისა და ამსტერდამის "აიაქსის" ღირსებას.

"ბანიკს" ამჟამად 58 წლის მიროსლავ კუბეკი წვრთნის, რომელსაც მთელი კარიერა სამშობლოში აქვს გატარებული და "კლადნოში", "პლზენში" და მათი გაქანების სხვა კლუბებში უმუშავია.

"ბანიკი" საშინაო მატჩებს 17-ათასიან "ბაზალიზე" ატარებს და სტადიონი თითქმის ყოველთვის პირთამდე ივსება.
გუნდის წევრთა უმრავლესობას ჩეხები შეადგენენ. "ბანიკს" ხუთი ლეგიონერი ჰყავს – პოლონელი მეკარე დავიდ პიტრკიევიჩი, კაპო ვერდელი მცველი ფერნანდო ნევესი, სამხრეთკორეელი ნახევარმცველი ლი ჰუნგ-სანგი, სლოვაკი შუახაზელი იან გრეგუში და ასევე სლოვაკი თავდამსხმელი რობერტ ზეჰერი.

"ბანიკს" დღესდღეობით საერთაშორისო მასშტაბებით მეტნაკლებად ცნობილი მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ჰყავს – 36 წლის მცველი რენე ბოლფი, რომელსაც თავის დროზე ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია და პრაღის "სპარტასა" და ფრანგული "ოსერის" ღირსებაც დაუცავს.

ისიც საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ ერთმანეთს ამხანაგურად "ბანიკი" და "ზესტაფონის" მომავალი მოწინააღმდეგე "დუკლა" შეხვდნენ და ის მატჩი ჩეხებმა 2:1 მოიგეს. სლოვაკების კარში გოლები ფრაილახმა და ნევესმა გაიტანეს. კუბეკმა ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თავისი გუნდის მომზადების დონით კმაყოფილია და ქართული ბარიერის გადალახვის დიდი იმედი აქვს.
აქვე "ბანიკის" მთლიან შემადგენლობასაც გადავავლოთ თვალი.

მეკარეები: 16. იან ბარანეკი (35 წლის), 21. მიხალ დანეკი (27), 30. დავიდ პიტრკიევიჩი (22, პოლონეთი);

მცველები: 2. ფერნანდო ნევესი (32, კაპო ვერდე), 3. რადიმ რეზნიკი (21), 5. რენე ბოლფი (36), 12. იან ზავადა (22), 22. ზდენეკ შმეიკალი (22), 23. ალეშ ნოივირტი (25), 26. მიხალ ფრიდრიხი (20);

ნახევარმცველები: 4. მარტინ ლუკეში (31), 7. იოჟეფ ჰუშბაუერი (20), 11. იან გრეგუსი (19, სლოვაკეთი), 15. ანტონინ ფანტიში (18), 18. ტომაშ მარეკი (29), 20. ტომაშ ფრაილახი (24), 21. ლი ჰუნგ-სანგი (25, ს. კორეა), 25. ტომაშ პილიკი (21), 27. ზდენეკ კუკალი (26), 29. პეტრ ვოინარი (21);

თავდამსხმელები: 6. ზდენეკ სენკერიკი (29), 8. პატრიკ ბოჰაცი (18), 10. რობერტ ზეჰერი (25, სლოვაკეთი), 13. დომინიკ კრაუტი (20), 14. ადამ ვარადი (25), 28. მილოსლავ შტრანდი (28).

რაც შეეხება "ვიტ ჯორჯიას" მზადებას: გუშინწინ და გუშინ გელა გომელაურის გუნდმა "ამერზე" ივარჯიშა, დღეს კი 19 საათზე ეროვნული სტადიონის საფარს მოსინჯავს. საქართველოს თასის მფლობელთა რიგებში ოპტიმისტური განწყობაა და ვნახოთ, როგორ წინააღმდეგობას გაუწევს ჩეხებს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩენილი "ვიტ ჯორჯია".

"ვიტ ჯორჯიამდე" ეროვნულ სტადიონზე "ბანიკი" გავა, რომლის ვარჯიშიც 17 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. მანამდე კი მიროსლავ კუბეკის პრესკონფერენცია გაიმართება. ჩეხების თბილისში ჩამოფრენა დღეს დილისთვის იყო დაგეგმილი, "ბანიკი" სასტუმრო "რედისონში" დაბინავდება.

მატჩი "ბორის პაიჭაძეზე" ხვალ 18 საათზე დაიწყება, გულშემატკივრებს თამაშის ცოცხლად ხილვა 3 ლარად შეეძლებათ.
შეხვედრას გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება ბაბაქ რაფატის ხელმძღვანელობით.

"ლელო"

ნანახია: 827 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!