ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 04:05


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მაისი » 24 » ბავშვთა მესამე საერთაშორისო ტურნირი დასრულდა
16:21
ბავშვთა მესამე საერთაშორისო ტურნირი დასრულდა

  

გუშინ დასრულდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის, ნოდარ ახალკაცის სახელობის მესამე ბავშვთა საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი.

   შეჯიბრება სამ ასაკში 2000, 2001 და 2002 წლიანებში ჩატარდა, ფესტივალში 52 გუნდის 700-მდე ბავშვმა მოიყარა თავი. გუშინ ყველა ასაკში ფინალური მატჩები "ეროვნულ" სტადიონზე შედგა, ასევე გამოვლინდნენ მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები.

   2002 წლიანებში პირველობა არავის დაუთმო "ბაქსვუდმა", რომელმაც ფინალში ზუგდიდის "ბაია" 9:4 დაამარცხა. რაც შეეეხება მესამე ადგილოსანს, ეს პატივი "მორკინალს" ერგო.

   2001 წელს დაბადებულებს შორის ჩემპიონობა იზეიმა "ოლიმპის" აკადემიის გუნდმა, რომელმაც უმთავრეს მატჩში ნორჩი დინამოს 6:2 აჯობა. მესამე საპრიზო ადგილი ერგო ჩემპიონს", რომელმაც "ლოკომოტივს" 4:2 მოუგო.

  2000 წლიანებს შორის, რომელიც "პირველი არხის" პირდაპირ ეთერში იყო გადაცემული, უძლიერესის წოდება თენგიზ სულაქველიძის აკადემიის გუნდს ერგო. ვახტანგ კოპალეიშვილის დამოძღვრილმა გუნდმა 35-ე სკოლას დიდი ანგარიშით, 4:0 აჯობა. რაც შეეხება მესამე ადგილს, დაძაბულ ბრძოლაში "იმედმა" სომხური "მიკა" 4:3 დაამარცხა.

  სულ ბოლოს ფესტივალში მონაწილეების დაჯილდოვება შედგა, საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და დიპლომები გადაეცათ, გუნდები ბურთებით დასაჩუქრდნენ, რაც შეეხებათ მწვრთნელებს, მათ სპორტული ქურთუკები ერგოთ. ასევე სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ საუკეთესოები.

  ფესტივალის დახურვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა ილიკო სუხიშვილის სახელობის სტუდიამ.

ნანახია: 907 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!