ქართველი მწვრთნელი შოთა
არველაძე უკრაინაში ჩავიდა, რათა pro კატეგორიის ლიცენზია მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ქართველმა სპეციალისტმა კონტრაქტი თურქულ
”ქაისერთან” გააფორმა.
”დიპლომის დაცვა ჰოლანდიაშიც შემეძლო, მაგრამ იქ ძალიან დიდი
ბიუროკრატიზმია. საჭიროა ბევრი წერა, მე კი, მართალია კარგად ვლაპარაკობ
ჰოლანდიურად და ინგლისურად, მაგრამ წერა ჯერ მიჭირს. მე ყოველთვის
მომწონდა კიევი და აქ სიამოვნებით ჩამოვფრინდი.
ერთი კვირის წინ კონტრაქტი თურქულ ”ქაისერთან” გავაფორმე. ბოლო 6 წლის
განმავლობაში ეს გუნდი მეხუთე ადგილის ქვემოთ არ ჩამოსულა. მაგრამ წელს
ბოლო ტურებში ბევრი ქულა დაკარგა და საბოლოოდ მერვე ადგილი დაიკავა.
შეკრებას 28 ივნისს ვიწყებთ.
გრაფიკი ისე არის შედგენილი, რომ ლექციების გაცდენა არ მომიწევს.
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზების დროს ჩამოვალ ხოლმე და ლექციების
კურსს დავესწრები. ყველაფერს ვიღონებ, რომ გაცდენები არ მქონდეს”-
განაცხადა არველაძემ.