თბილისის `დინამოს` ყოფილი კაპიტანი გურამ კაშია, რომელიც დაახლოებით
თვენახევრისწინ უკვე სლავიაში ოფიციალურად უნდა გადასულიყო, გუნდების
ხელმძღვანელობას შორის საკომპენსაციო თანხაზე შეუთანხმებლობის გამო
ჩაიშალა და ფეხბურთელი ჩეხეთიდან ავსტრიაში გაფრინდა, სადაც ისრაელის
ვიცე-ჩემპიონი ”მაკაბი” შეკრებას გადის.
როგორც ჩანს, კაშია ვერც ”მაკაბიში” დარჩა და სამშობლოში დაბრუნდა.
საინტერესოა, რამდენს ითხოვს საკომპენსაციოდ ”დინამო” ფეხბურთელში, რომ
”სლავიასთან” თითქმის მიღწეული შეთანხმება ჩაიშალა.
კაშიამ ავსტრიაში ”მაკაბის” რიგებში ორი საკონტროლო მატჩი გამართა.
Goli.Ge-ს ინფორმაციით, კაშიას ”მაკაბიმ” დამაკმაყოფილებელი პირობები ვერ
შესთავაზა და ფეხბურთელი მესამე საკონტროლო მატჩზე აღარ დარჩა.
goli.ge
|