გუშინ გაიმართა რუსეთის
პრემიერ-ლიგის მე-11 ტურის გამოტოვებული შეხვედრა. სანკტ-პეტერბურგში
ერთმანეთის პირისპირ ადგილობრივი ”ზენიტი” და მახაჩყალის ”ანჟი”
წარსდგნენ.
სტუმარტა ძირითადში მხოლოდ 2 ქართველი ფეხბურთელი ვიხილეთ. ”ანჟის”
კარებს ნუკრი რევიშვილი იცავდა, ხოლო დაცვის მარცხენა ფრთაზე დავით
კვირკველია ირჯებოდა. ორივე ჩვენებურმა მატჩი სრულად ჩაატარა და
championat.ru-გან ორივემ 5.5 ქულა მიიღო.
შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. როგორც
”ანჟის” მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა განაცხადა, გოჩა ხოჯავამ
აღნიშნული შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.
championat.ge