ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 16:04


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 27 » ან ფული, ან მსაჯი - არბიტრთა პროტესტმა პიკს მიაღწია
16:19
ან ფული, ან მსაჯი - არბიტრთა პროტესტმა პიკს მიაღწია

http://worldsport.ge/GetPic.aspx?Image=bbd46f65-fd99-4b5d-88f7-f84cd175b034.jpg&size=350

ქართულ ფეხბურთში მომუშავე მსაჯებს მობეზრდათ უფულოდ მუშაობა და პროტესტის "უკიდურეს” ფორმას მიმართეს - თუ სფფ და პფლ მათ კუთვნილ ანაზღაურებას ორ აგვისტომდე არ დაფარავენ, ისინი ამ დღეს დანიშნულ სამსაჯო ნორმატივებს არ ჩააბარებენ, რაც ექვს აგვისტოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებას საფრთხეს შეუქმნის.
ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, ორშაბათ დილიდან მსაჯთა სიმრავლე იყო. ფედერაციის სამსაჯო განყოფილების გეგმის მიხედვით, 26 ივლისს წინასწარი ტესტირება უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ 50-მდე სპორტულად გამოწყობილი ახალგაზრდა, სარბენ ბილიკზე გასვლას არ აპირებდა.
ამასობაში, საგამოცდო კომისიაც (სერგო კვარაცხელია, ლევან ფანიაშვილი, მერაბ მალაღურაძე, ავთო შალამბერიძე, ოთარ გუნთაძე)   შეიკრიბა და "მეამბოხეებთან” კონსტრუქციული მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო. საუბარს თემაზე - "როდის გადაუხდიან მსაჯებს დავალიანებას?” - მხარეები მომზადებული შეხვდნენ. მოქმედი მსაჯები გამოცდის ჩაბარებაზე უარს აცხადებენ მანამ, ვიდრე მათი ვალი ბოლო თეთრამდე არ დაიფარება. სფფ-ის სამსაჯო კომიტეტსა და განყოფილებაში მომუშავე ყოფილი მსაჯები კი, ფედერაციასა და პროფლიგამდე მათი ხმის მიწვდენას ჰპირდებიან.
"შეგიძლიათ ჩვენთან ერთად წამობრძანდეთ და თქვენც მოუსმინოთ, რას გვეტყვიან. წინასწარი ინფორმაციით ვიცი, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე, ყველა ვალს გაისტუმრებენ. რაც შეეხება ტესტირების გავლის პროცესის ჩაშლას, მე თქვენს ნაცვლად სხვაგვარად მოვიქცეოდი - ჩავაბარებდი გამძლეობაზე გამოცდას და როცა დამფინანსებელთან ბოლომდე პირნათელი ვიქნები, მერე მოვთხოვდი ვალდებულების შესრულებას”, - უთხრა მსაჯებს სამსაჯო განყოფილების უფროსმა ლევან ფანიაშვილმა.
მის ყოფილ კოლეგას, პირველი, ფიფა-ს არბიტრი ლაშა სილაგავა გამოეპასუხა: "ჩვენ რაც ვიშრომეთ იმის საფასურს ვითხოვთ, მომავალში რასაც გავაკეთებთ, მასზე მერე ვისაუბროთ. არავითარი დაპირებები, გადაიხდიან თანხას ბოლომდე - ჩვენც მერე ჩავაბარებთ გამოცდებს. ფედერაციაში წამოსვლის აზრს ვერ ვხედავ, რადგან ჩვენ იქ უკვე ვიყავით და ჩვენს პრობლემებს არავინ გამოხმაურებია”.
მოკლედ იმის შესახებ, რა დავალიანებაზეა საუბარი. ჭაბუკთა ლიგისა და დუბლშემადგენლობათა მატჩების მომსახურებისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მსაჯებზე, მათ დამკვირვებლებსა და მატჩის დირექტორებზე 63 ათასი ლარი აქვს გადასახდელი. უმაღლესი და პირველი ლიგის მატჩების შემთხვევაში, მოვალე პროფესიული ფეხბურთის ლიგა გახლავთ, რომელსაც დაახლოებით 180 ათასი ლარის დავალიანების დაფარვა მოუწევს.
რომელი წყაროებიდან შეძლებენ აღნიშნული თანხების დაფარვასა და რის იმედზე არიან ქართული ფეხბურთის "მამები”? უმთავრესი ფინანსური წყარო, ახალი სეზონისთვის გუნდების მიერ შესატანი საწევრო გადასახადით შეგროვილი თანხაა. ცნობილია, რომ უმაღლესი ლიგის კლუბმა 60 ათასი (ძირითადი გუნდის (40 ათასი), დუბლშემადგენლობის (15) და ჭაბუკთა ლიგის (5) გუნდებისთვის), ხოლო პირველი ლიგისამ 20 ათასი ლარი უნდა ჩარიცხოს შესაბამის ანგარიშზე. 10-გუნდიანი უმაღლესი ლიგისა და 14-გუნდიანი პირველი ლიგის შემთხვევაში, ამ შენატანით, 880 ათასი ლარი გროვდება.
დაფინანსების ერთ-ერთი და არცთუ უმნიშვნელო წყარო, წარსულში პროფლიგის პარტნიორი - მედია-კომპანია "კოლხიდა” გახლავთ. მისმა ხელმძღვანელმა ლექსო თოფურიამ, თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი კი თქვა, მაგრამ ფედერაციის აღმასკომზე გამოსვლისას პირობა დადო - ძველ დავალიანებას (რომელიც რამდენიმე ათეულ ათას ლარს შეადგენს) აუცილებლად გადაიხდის.
ისმის კითხვა, თუ ახალი სეზონის საწევრო შენატანები მსაჯების ძველ დავალიანებას მოხმარდა, მატჩების მომსახურე პერსონალი ხომ მუდმივ ფინანსურ გასაჭირში იქნება. ამ საკითხზე სფფ-ის აღმასკომის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე სერგო კვარაცხელია ასეთ კომენტარს აკეთებს:
"ჯერ ერთი, საწევრო მთლიანობაში გაცილებით მეტია, ვიდრე დავალიანება; მეორეც, ჩვენ ვაპირებთ მსაჯებისთვის ანაზღაურების გაზრდას და ის თანხები, რომლის ჩამორიცხვის იმედი გვაქვს, საამისოდ, სავსებით საკმარისი იქნება”.
მოგვიანებით, სფფ-ის გენმდივან რეზო არველაძისა და მსაჯების (ფიფას არბიტრები და ასისტენტები) შეხვედრა მაინც შედგა. მხარეებს "ერთ ენაზე საუბარი” არ გასჭირვებიათ, თუმცა მევალეთათვის მთავარი, მაინც კუთვნილი ანაზღაურების მიღებაა.
სხვათა შორის, გუშინ დილას "ამბოხებულებს” პროფლიგიდან მოსული ახალი ამბავი შეატყობინეს. ორშაბათს, ე.ი. 26 ივლისს, მსაჯები 2010 წლის აპრილის სრულ ჯამაგირს, ხოლო ე.წ. "ინსპექტორები” მარტის ნახევარს ანგარიშზე მიიღებდნენ. ცნობისათვის, საღამოს 19.00 საათის მდგომარეობით, ამ კატეგორიის არცერთი წარმომადგენლის პლასტიკურ ბარათზე ახალი თანხა არ დარიცხულა.
ფედერაციის სამსაჯო განყოფილების უფროსის თქმით, ორ აგვისტოს არბიტრთა და ასისტენტთა ტესტირება აუცილებლად გაიმართება. რადგან მსაჯები ასეთ პირობაზე უპირობოდ დათანხმდნენ, ე.ი. მათ ფედერაციისა და პროფლიგისაგან დავალიანების სრულად მიღების მყარი გარანტიები მიიღეს. თუ ფეხბურთის "მამებმა” გაცემული სიტყვა ამჯერადაც არ შეასრულეს, ჩემპიონატს პერმანენტული სამსაჯო ამბოხის "აკომპანიმენტით” ჩატარება ელის.

 

ფრიდონ კერვალიშვილი
ბადრი კეთილაძის ფოტო
"მსოფლიო სპორტი"

ნანახია: 833 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!