ალექსანდრე ამისულაშვილმა შესაძლოა, უახლოეს მომავალში, კლუბი შეიცვალოს - საუბარია სამარის "კრილია სოვეტოვზე". ამის შესახებ რუსული ინტერნეტ-გამოცემა soccer იტყობინება.
როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრების მცველი მალე თავისუფალი აგენტი გახდება, რაც საქმეს უადვილებს მისი გადაბირების სურვილის მქონე კლუბებს. რუსული წყაროს მტკიცებით,ნალჩიკელთა ქართველი მცველი სამარელთა პოტენციურ ახალწვეულს წარმოადგენს და მეტიც, მასთნ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკეკბები .
რატი ახალიაია
goli.ge