14 ივლისი. აქტობე. ცენტრალური სტადიონი.
2-0 აქტობე
2:0 ოლიმპი გოლები: 1:0 სმაკოვი (40 პ). 2:0 სმაკოვი (57). აქტობე:
ანდრეი სიდელნიკოვი – ალენ ბონო, სამატ სმაკოვი, ხალიფა ელჰახი ბა, პეტრ
ბადლო – ტიტი ესომბა (82. დარაბაევი), ანდრეი კარპოვიჩი, კონსტანტინ
გოლოვსკოი (74. ტლეშევი), მარატ ხაირულინი, ევგენი ავერჩენკო – ივან პერიჩი
(88. ხოხლოვი). სათადარიგოები: ბოიჩენკო,
დოსმაგამბეტოვი, მოკროუსი, სემიონოვი. ოლიმპი:
ბედიაშვილი - ღონღაძე, კვახაძე, ქემოკლიძე, რეხვიაშვილი – ჭედია (56.
დობროვოლსკი), რაზმაძე, ჭელიძე (86. დოლიძე), ბოლქვაძე (75. ხიდეშელი),
გეწაძე - მოდებაძე. სათადარიგოები: ბათიაშვილი,
გიგაური. არბიტრი: ბიულენტ ილდირიმი (თურქეთი) გაფრთხილება:
ღონღაძე (40).
”აქტობესთან” გუშინდელი
მარცხის შემდეგ ”ოლიმპის” მთავარმა მწვრთნელმა ყაზახურ მედიასთან კომენტარი
გააკეთა.
დღევანდელი
თამაში როგორ მოგეწონათ?
რა შეიძლება
ითქვას... პირველ რიგში მინდა ”აქტობეს” გამარჯვება მივულოცო, ნამდვილად
კარგი გუნდია. სამწუხაროდ, გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. არადა მომენტები
გვქონდა. დაპირისპირება 2 მატჩისგან შედგება და ყველაფერი რუსთავში
გადაწყდება.
”აქტობე”
საქართველოს ჩემპიონატში რომ თამაშობდეს, ექნებოდა ამ გუნდს მედლების
მოპოვების შანსი?
”აქტობე” კარგი
გუნდია, დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი ადგილებისათვის იბრძოლებდა.
სტადიონი და
გულშემატკივრები როგორ მოგეწონათ?
სტადიონს ხუთიანს
დავუწერდი 5-ბალიანი შკალით. კარგი ატმოსფერო სუფევდა. ჩვენი სტადიონი უფრო
პატარაა, 5 000 კაცს იტევს, მაგრამ დასწრება ყოველთვის მაღალია. იმედი
მაქვს, განმეორებით შეხვედრაში გულშემატკივარი მოვა.
|