საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრების 3 წევრი, პრაღის 'სლავიაში'
ვარჯიშობს.
დავით ლეგაშვილმა, დავით სხირტლაძემ და ლაშა შინდაგორიძემ დღეს ჩეხურ
კლუბთან ერთად ივარჯიშეს.
ფეხბურთელები სლოვენიაში, ერთ კვირაში, კლუბთან ერთად გაემგზავრებიან,
სადაც 'სლავია' მოსამზადებელ პერიოდს გაივლის და სადაც საბოლოოდ
გადაწყდება კიდეც ამ ფეხბურთელების კლუბში დარჩენის საკითხი.
ფეხბურთელები ჩეხურ კლუბში უეფას ლიცენზირებული აგენტების, გუგა
კაჭახიძის და ბესო აბაშიძის მეშვეობით აღმოჩნდნენ.
goli.ge
|