Goli.ge-მ ზედიზედ ორ -
31-ე და 32-ე ტურში ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ჯორჯ აკირემი
დაასახელა. 31-ე ტურში თბილისის ''დინამო'' ''ვიტ-ჯორჯიას'' რუსთავში
ესტუმრა და 2-0 გაიმარჯვა. ამ უპრინციპულეს გამარჯვებაში, ლომის წვლილი
დაიდო ჯორჯ აკირემიმ, რომელიც შეხვედრის ორივე გატანილი გოლის ავტორად
მოგვევლინა.
მომდევნო ტურში კვლავ აკირემი დასახელდა Goli.ge-ს
ტურის ფეხბურთელად, რადგან ამჯერად გაბონელმა "ზესტაფონთან" გამოიჩინა
თავი.
ჯორჯ აკირემს "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე
ვეწვიეთ.
- ტურის საუკეთესო ფეხბურთელად Goli.ge-მ ზედიზედ ორჯერ დაგასახელათ...
-
ამის შესახებ თქვენგან გავიგე და ძალიან მიხარია, რომ თქვენი ინტერნეტ
ჟურნალის რჩეული ზედიზედ ორჯერ გავხდი.
- სანამ საქართველოში ჩამოხვიდოდით, ანგოლასა და გაბონის
ჩემპიონატში თამაშობდით, როგორ გაიხსენებთ თქვენი კარიერის იმ პერიოდს?
-
კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის იმ ქვეყნებში თამაში, მაგრამ საქართველოში
სულ სხვა დონის ჩემპიონატია, გაცილებით უფრო მაღალი. აქ პირობებიც
უკეთესია, თან შანსი გაქვს ევროტურნირებზე ითამაშო, რაც ფეხბურთელისთვის
დიდი სტიმულია.
- 2007 წლიდან "დინამოში" ირიცხებით, როგორ შეეგუეთ საქართველოში
ცხოვრებას და გუნდს?
-
საქართველოში კარგად ვგრძნობ თავს. როცა აქ ჩამოვედი ზაფხული იყო და თბილი
ამინდის გამო არ მიგრძვნია დისკომფორტი, შემდეგ ცოტა ზამთარში გამიჭირდა,
მაგრამ შევეგუე პირობებს და ძალიან მომწონს აქ ყოფნა.
- ალბათ ამის ბრალია, გოლები უფრო გაზაფხულსა და შემოდგომაზე რომ
გაგაქვთ...
- კი,
ასე ემთხვევა, კარგი ამინდებია ამ პერიოდში და მეც ვაქტიურობ (იცინის).
- ამ სეზონში 11 გოლის გატანა მოახერხეთ, რაც თქვენს ადრინდელ
მაჩვენებელზე 1-ით მეტია...
-
საქართველოში თამაშის პირველი სეზონი ჩემთვის წარმატებული გამოდგა, 10
გოლის გატანა მოვახერხე. შემდეგ ტრავმებმა შემაფერხა, წონაშიც მოვიმატე და
ფორმაშიც არ ვიყავი. ახლა ყველაფერი წესრიგშია, უკვე 11 გოლი მაქვს
გატანილი და შესაძლოა მათი რიცხვი გავზარდო კიდეც.
- "დინამოში" ყოფნისას 3 მწვრთნელთან - უჰრინთან, ცობელსა და
კაჭარავასთან მოგიწიათ მუშაობა. როგორ შეაფასებთ ამ პერიოდებს?
-
პირველი სეზონი ყველაზე კარგად ჩავატარე, უჰრინის დროს, რადგან ახალი
ჩამოსული ვიყავი თბილისში და ვცდილობდი მწვრთნელისთვის თავი მომეწონებინა.
ძირითად შემადგენლობაში ვხდებოდი კიდეც და თამაშიც გამომდიოდა.
ცობელის
მწვრთნელობის პერიოდში კი ტრავმები მაწუხებდა, ამიტომ ვერ ვხვდებოდი
შემადგენლობაში და სეზონიც არ ჩამიტარებია სათანადოდ.
- ადრე გაბონის ნაკრებში გიძახებდნენ, მაგრამ როცა ჩაგივარდათ
სეზონი, ეროვნულში ადგილი დაკაგეთ, ახლა რა ვითარებაა?
-
თავდაპირველად, როცა საქართველოში ჩამოვედი სათამაშოდ ეროვნულ ნაკრებში
აქტიურად მიძახებდნენ. როცა საკვალიფიკაციო ეტაპებზე თამაშობდა ნაკრები,
მეც ვიყავი შემადგენლობაში, ჩავარდნის პერიოდს დაემთხვა სწორედ ის, რომ
ნაკრებში დავკარგე ადგილი.
იმ
დროს ალან ჟირესი წვრთნიდა გაბონის ნაკრებს, ვესაუბრე მას და მითხრა, რომ
არ ხარ ოპტიმალურ ფორმაში და ვერ გამოგიძახებო. ახლა მწვრთნელი შეიცვალა,
მას უნდა, რომ ყველა ფეხბურთელი საქმეში გამოსცადოს. უკვე გამომიძახეს
ეროვნულ გუნდში, ტოგოს ნაკრებთან გვაქვს ამხანაგური შეხვედრა, მაგრამ უეფას
კალენდარს არ დაემთხვა ეს მატჩი, ამიტომ ვერ ვითამაშებ. აგვისტოში კვლავ
ექნება ნაკრებს ამხანაგური შეხვედრები და თუ გამომიძახეს, აუცილებლად
წავალ.
- 26 მაისს, ეროვნულზე თასის ფინალი გაიმართება. "ვიტ ჯორჯია"
"დინამოსთვის" ყოველთვის უხერხული მეტოქეა. თქვენს შანსებს როგორ
შეაფასებთ?
ასეა,
ექსჩემპიონი "დინამოსთვის" ყოველთვის უხერხული მეტოქეა და რთულია მათთან
თამაში. თუ სწორად მახსოვს, რაც "დინამოში" ვარ, მათთან ექვსჯერ მომიწია
თამაში და როგორც იქნა, მიმდინარე ჩემპიონატის 31-ე ტურში დავამარცხეთ.
მოხარული ვარ, რომ ჩემი გოლებით გაიმარჯვა "დინამომ".
ფინალში
შანსები 50/50-ზეა. მთავარია, რომ ფსიქოლოგიური ბარიერი აღარ ექნება
გუნდს, ჩვენ დავამარცხეთ ვეტერინარები და ფინალში უფრო მხნედ გავალთ
მოედანზე.
თასის
ფინალის მოგება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან თასის მფლობელი გუნდი
ევროპის ლიგაზე მეორე საკვლიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.
- თასის ფინალის შეხვედრის დღის 2 საათზე დანიშვნას ქართველი
ფეხბურთელები გამოეხმაურნენ და ერთგვარი პროტესტი გამოუცხადეს ამ
გადაწყვეტილებას, თქვენ რას ფიქრობთ?
-
ჩემთვის სულერთია რა დროს ვითამაშებ. ამინდსა და დროს ამ შემთხვევაში არ
აქვს მნიშვნელობა, არც იმით დავინტერესებულვარ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება
და რატომ.
- როგორ ფიქრობთ, ამ შემადგენლობით "დინამო" შეძლებს ევროპის
ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპების გადალახვას?
- თუ
რამდენიმე კარგი ფეხბურთელით გაძლიერდება გუნდი, მაშინ შესაძლებელი იქნება
"დინამომ" წარმატებით იასპარეზოს.
- "გლადიატორებზე" მინდა გკითხოთ, ისინი ყველა თამაშზე
გამხნევებენ და გქომაგობენ...
-
"დინამოს" განსაკუთრებული გულშემატკივარი ჰყავს. "გლადიატორები" წვიმაში,
ქარსა თუ მზეში გვქომაგობენ და გვამხნევებენ, ამას ფეხბურთელისთვის დიდი
მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებული მადლობა მათ ასეთი მხურვალე
გულშემატკივრობისთვის.
- ივნისის ბოლოს კონტრაქტი გიმთავრდებათ "დინამოსთან", რას
აპირებთ სამომავლოდ?
- თუ
მისაღებ პირობებს შემომთავაზებს "დინამო" ჩემთვის პრიპრიტეტული კვლავ ამ
გუნდში დარჩენა იქნება.
მირანდა სურმანიძე goli.ge
|