ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 14 » ადგა და წავიდა...
|
2010-11 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი ბაქოში
დაიწყო, სადაც კახა ცხადაძის "ინტერმა" პოლონურ "ლეხთან" მინიმალური
სხვაობით წააგო - 0:1 და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეიმცირა. ქართველმა
მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში ოთხი თანამემამულე ათამაშა: გიორგი
ლომაია, ილია კანდელაკი, კახაბერ მჟავანაძე და დავით ოდიკაძე. კანდელაკს
"ინტერში" ოფიციალური დებიუტი ჰქონდა, ოდიკაძეს გარდა კი ყველა ჩვენებურმა
90-90 წუთი ითამაშა (ოდიკაძე 82-ე წუთზე შეცვალეს), სათადარიგოთა სკამზე
ვალერი აბრამიძე იჯდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მატჩის საუკეთესო
ფეხბურთელი გიორგი ლომაია იყო, რომელმაც "ინტერის" დაცვის რამდენიმე
შეცდომა გამოასწორა. ლომაიამ მხოლოდ ერთხელ ვერ უშველა გუნდს, როცა 47-ე
წუთზე მცველებს არტურ ვიხნიარეკი გაეპარა. "არმინიაში" და "ჰერტაში"
ნათამაშები ვიხნიარეკი 1997 წლის შემდეგ პირველ მატჩს ატარებდა მშობლიურ
"ლეხში" და გამარჯვების გოლით აღნიშნა დაბრუნება.
მატჩისშემდგომ
პრესკონფერენციას ბოლომდე არ დაესწრო ცხადაძე. აი, რას წერს "აზერისპორტი":
"ქართველმა უპასუხა რამდენიმე კითხვას. შემდეგ, როცა დაინახა, რომ
დაძაბულობა მატულობდა, დატოვა დარბაზი". მანამდე კი მან შემდეგი განაცხადა:
"დაუმსახურებლად წავაგეთ. სამწუხაროდ, შექმნილი მომენტები ვერ
გამოვიყენეთ. გოლი კი დაცვის კონცენტრაციის დაკარგვის ბრალია. როცა აგებს
გუნდი, მწვრთნელი დამნაშავეა, მაგრამ მე არ გამიგია, რატომ ხართ ასეთი
აგრესიულები, ჩვენ ხომ სოფლის გუნდთან არ დავმარცხებულვართ".
"ლელო"
|
ნანახია: 872 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|