ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 20 » ადამიამ "ბეშიქთაშსა" და "ოლიმპიაკოსს" "ვისლა" ამჯობინა
14:29 ადამიამ "ბეშიქთაშსა" და "ოლიმპიაკოსს" "ვისლა" ამჯობინა |
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში გიორგი
ადამიას "ყარაბახმა" ჩრდილოირლანდიური "პორტდაუნი" სტუმრად 2:1 დაამარცხა
და მომდევნო ეტაპზე გასვლა ფაქტობრივად გაინაღდა. წილისყრის შედეგად
გაირკვა, რომ მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ადამიას გუნდს, ლიტვურ
"შაულიაუსა" და პოლონურ "ვისლას" შორის გამარჯვებული ერგება მეტოქედ.
პოლონელებმა ლიტვაში 2:0 მოიგეს და ამ წყვილიდან "ვისლას" გასვლა თითქმის
გადაწყვეტილია. აზერბაიჯანული პრესა წილისყრის შედეგებსა და პოტენციურ
მეტოქეზე ქართველი ფორვარდის აზრით დაინტერესდა.
"რამდენადაც ვიცი,
იყო შანსი ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქული "ბეშიქთაში"
ან ბერძნული "ოლიმპიაკოსი" ყოფილიყო ჩვენი მეტოქე. ამის გათვალისწინებით,
"შაულიაუსა" და "ვისლას" შორის გამარჯვებულთან მეტოქეობა, ჩინებული
ვარიანტია. ასე რომ, წილისყრის შედეგით უკმაყოფილო არ უნდა ვიყო. თუმცა
ისიც ცხადია, რომ "ვისლასთან" ორი რთული მატჩი გველის. პოლონელებმა ლიტვაში
ორივე გოლი მატჩის ბოლო წუთებზე გაიტანეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ
"ვისლას" ფეხბურთელები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი და სასურველი
შედეგისთვის ბოლომდე იბრძვიან. "ვისლასთან" წარმატებით თამაში შეგვიძლია და
ურიგო შანსიც არ უნდა გვქონდეს. ჩემი აზრით, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა
ვითამაშოთ, ჩვენი კარის უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ და ყველანაირად შევეცადოთ,
რომ სწრაფი გოლით დავწინაურდეთ. თუმცა "ვისლამდე" "პორტდაუნთან" საპასუხო
მატჩი გველის და ჯერ ამ თამაშზე უნდა ვიფიქროთ", - აღნიშნა "ყარაბახის"
თავდამსხმელმა გიორგი ადამიამ.
"ლელო"
|
ნანახია: 913 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|