ევროპის ლიგაზე აზერბაიჯანული გუნდების რიგებში გუშინ ორივე ქართველი ვიხილეთ.
”ყარაბაღმა” შინ 4:1 გაანადგურა სკოპიეს ”მეტალურგი”. მასპინძელტა
რიგებში 90 წუთის განმავლობაში გიორგი ადამია ირჯებოდა, რომელმაც
დამატებულ წუთებზე მეოთხე გოლი გიატანა და აზერებს ისტორიული გამარჯვების
მოპოვებაში დაეხმარა (აქამდე ყველაზე დიდი ანგარიშით ევროტურნირებზე
აზერბაიჯანულ გუნდებს 3:0 ჰქონდათ მოგებული, ისიც მოწინააღმდეგეს
ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს).
90 წუთი ითამაშა ”ხაზარის” ახალწვეულმა დავით იმედაშვილმაც, რომლის
გუნდმაც გასვლაზე მოლდოვის ”ოლიმპიასთან” ფრედ, 0:0 ითამაშა. იმედაშვილი
მატჩის ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც გააფრთხილეს.
championat.ge