როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" უეფას ევროპის ლიგის გათამაშებაში, პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან ჩაერთვება. ვინაიდან ევროპაში ჯერ კიდევ მიმდინარეობდა რამოდენიმე ქვეყნის ჩემპიონატი, უცნობი იყო ევროპის ლიგაზე მონაწილე ყველა გუნდის ვინაობა. შესაბამისად, გუშინდელ დღემდე გაურკვეველი იყო,წილისყრისას "ზესტაფონი" განთესილთა შორის იქნებოდა თუ განუთესავებში დაიკავებდა ადგილს .
სასიხარულოა, რომ ჩვენთვის "სასურველმა" უცხოურმა კლუბებმა მოიპოვეს ევროსაგზურები და საქართველოს ბრინჯაოს პრიზიორის პირადი რეიტინგი საკმარისი აღმოჩნდა განთესილთა შორის მოსახვედრად. (შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის ფინალში დამარცხებული გუნდიც განთესილი იქნება წილისყრისას)
ამრიგად, 21 ივნისს, ნიონში ჩატარებული წილიყრა შემდეგ მეტოქეებს "უმზადებს" "ზესტაფონსა" და საქართველოს თასის ფინალში დამარცხებულ გუნდს:
ოლიმპია (სლოვენია)
ფლორა (ესტონეთი)
სტრეიმური (ფარერის კუნძულები)
დიორ ეტო (უნგრეთი)
ვიდეოტონი (უნგრეთი)
გლენტორანი (ჩრ.ირლანდია)
ნარვა (ესტონეთი)
ხაზარი (აზერბაიჯანი)
ფალკირი (ისლანდია)
მეტალურგ სკოპიე (მაკედონია)
ყარაგანდის შახტიორი (ყაზახეთი)
ბანანცი (სომხეთი)
ლაჩი (ალბანეთი)
ლიანელი (უელსი)
რუნავიკი (ფარერის კუნძულები)
ულისე (სომხეთი)
პორტ ტალბოტ ტაუნი (უელსი)
ზეტა (მონტენეგრო)
პორტადაუნი (ჩრ.ირლანდია)
დუდელანჟი (ლუქსემბურგი)
გრევენმახერი (ლუქსემბურგი)
სანტა კოლომა ( ანდორა)
ლუზიტანოსი (ანდორა)
ტობოლი (ყაზახეთი)
ქორმი (მალტა)
სან მარინოს თასის დამარცხებული
გიორგი ჯავახაძე
goli.ge