ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ორშაბათი, 19.08.2019, 16:53


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მაისი » 9 » `ვიტ ჯორჯიას` და `დინამოს` ფეხბურთელები თასის ფინალის დროს აპროტესტებენ
02:41
`ვიტ ჯორჯიას` და `დინამოს` ფეხბურთელები თასის ფინალის დროს აპროტესტებენ

 

პროფლიგა კი გადაწყვეტილებას არ შეცვლის!

 

გურამ კაშია: "თასის ფინალი ჩემპიონატის ერთი ჩვეულებრივი ტურის მატჩი იქნება"

 

 

როგორც მოგეხსენებათ, 26 მაისს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, დავით ყიფიანის თასის გათამაშება შედგება.

 

 

პროფლიგისა და სფფ-ს გადაწყვეტილებით თასის გათამაშება დღის ორ საათზე  დაიწყება, ხოლო საღამოს - რვა საათზე, ქუთაისში, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და პროფლიგის ხელმძღვანელი ქუთაისის "ტორპედოს" სტადიონს საზეიმოდ გახსნიან.

 

 

დაგვეთანხმებით, ალბათ, რომ 26 მაისს, დღის ორ საათზე, თამაშის  გამართვა ცუდად შერჩეული დროა. სიცხეში თავად ფეხბურთელებს გაუჭირდებათ თამაში, ხოლო მაყურებლისთვის ნაკლებად მიმზიდველი დროა.

 

 

ფეხბურთელებმა საუბრისას, გულისტკივილით აღნიშნეს ის სამწუხარო ტენდენცია, რაც თასის გათამაშებას ახლავს. თასის გამარჯვებული აღარ მიიღებს ფულად ჯილდოს. ამასთანავე, ახალკაცის ფედერაციისგან განსხვავებით, ახალმა ფედერაციამ საჭიროდ არ ჩათვალა ამ დაპირისპირების პიარი, სხვადასხვა მედიასაშუალებით.

 

 

გიორგი დათუნაიშვილი, "ვიტ ჯორჯია":

 

"ორ საათზე ფინალის დანიშვნა გამართლებული არაა. ჩვენი დაცინვაა. ყველა ფეხბურთელი უკმაყოფილოა.  წარმოიდგინეთ, 26 მაისს, დღის ორ საათზე, როგორ უნდა ვითამაშოთ? მაყურებლებს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ თავად ვართ ფეხბურთელები ცოდოები. გუნდის ხელმძღვანელობა რას აპირებს, არ ვიცი, მაგრამ არ ვაპირებთ ამ დროს თამაშს.  ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა. სიჭინავას იმედი გვქონდა, ახალკაცის დროს, რეკლამები და პიარი მიდიოდა, თასის ფინალზე რომ ხალხი მისულიყო, ახლა არც რეკლამებია და თან დღის ორ საათზე დანიშნეს თამაში. ასე თუ აპირებს სიჭინავა ქართული ფეხბურთის მიხედვას, ნამდვილად არაფერი გამოუვა".

 

 

ირაკლი კლიმიაშვილი, "ვიტ ჯორჯია":

 

"მისაღები ნამდვილად არ არის ეს დრო. ჭაბუკთა ლიგაა? ვის გაუგია, ორ საათზე თასის ფინალი, 8 საათზე გადაიტანეს გახსნა ქუთასიში და ჩვენ გვათამაშებენ თასის ფინალს შუადღეს. იმის მაგივრად, რომ ფეხბურთელებს ხელი შეუწყონ, პირიქით აკეთებენ. "დინამოს" ფეხბურთელები არ ვიცი, რა აზრზე არიან, მაგრამ "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები ყველანი უკმაყოფილოები ვართ.  საფეხბურთო განწყობა ხომ უნდა იყოს, ხალხი მოვიდეს. ჩემპიონატის თამაშები 5 საათზე რატომ გადაიწეს?  - იმიტომ რომ სიცხეა, მაისში, რატო ნიშნავენ მაშინ ორ საათზე თამაშს? ან 25-ში მაინც დაენიშნათ, ერთ დღეს უნდათ ყველაფრის მოსწრება? როგორც წესია, ისე გვათამაშონ. ჩვენ შეიძლება დღის ორ საათზეც ვითამაშოთ და ღამის 5 საათზეც, მოსაგებად გავალთ და ვითამაშებთ ნებისმიერ დროს, მაგრამ მეტი პატივისცემა მართებთ ჩვენ მიმართ".

 

 

ალექსანდრე კვახაძე, "ვიტ ჯორჯია"

 

"ფეხბურთელების უპატივცემულობა  და მასხარად აგდებაა. დღის ორ საათზე,  სიცხეში რომ თამაშს დაგინიშნავენ, გამოდის, სერიოზულად  არ უდგებიან.  ხალისს და სურვილს უკარგავენ ფეხბურთელებს. ასეთი რამე როგორ შეიძლება. კითხეთ ვისაც გინდათ, დღის 2 საათზე სიცხეში, ვინ თამაშობს ფეხბურთს?  ვინ გადაწყვიტა? არასწორია.  აპროტესტე და იყავი, რამე შეგვიძლია? ვიტყვით სათქმელს, მაგრამ მათ ხელშია ყველაფერი და  ვისთან უნდა აპროტესტო".

 

 

გიორგი ლორია, "დინამო":

 

"მეც დავეთანხმები "ვიტ-ჯორჯიას" ფეხბურთელებს. ცუდია სიცხე იქნება,  თუ აღლუმია, იქ უფრო წავა ხალხი, ვიდრე სტადიონზე, პატრიოტული მომენტია. ფეხბურთელების სახელითაც შემიძლია გითხრათ, რომ ყველანი უკმაყოფილოები ვართ. საღამოს თუ გადაწევენ, 7 საათზე, ისევ, უკეთესი იქნება. მაყურებელი მეტი მოვა, განათებაზე ვითამაშებთ და ატმოსფერო შეიქმნება. ჩვენ თქვენი საშუალებით მივმართავთ პროფლიგასა და ფეხბურთის ფედერაციას, რომ იქნებ წაიკითხონ და გაითვალისწინონ ჩვენი აზრი".

 

 

ლევან კაკუბავა, "დინამო":

 

"უკმაყოფილო ვართ ყველანი. გვიან უფრო სანახაობრივი იქნებოდა. მეტი მაყურებელი მოვა. ალბათ, სიცხე იქნება, რაც ხელს შეგვიშლის თამაშში".

 

 

გურამ კაშია, "დინამო":

 

"საშინელებაა ასეთ ამინდში თამაშის დანიშვნა. საერთოდ, თამაში არ შეიძლება ორ საათზე. ფეხბურთელებისთვისაც და ხალხისთვისაც დღესასწაულია, ვინმემ იქნებ წაიკითხოს ან გაიგოს, შევიდნენ ჩვენს მდგომარეობაში ან გადაწიონ  და 25-ში ან 27-ში გვათამაშონ. ხელმძღვანელობასთანაც გვქონდა საუბარი და მწვრთნელთანაც. ჩვენ ვერაფერს შევცვლით. ისინი წყვეტენ ყველაფერს. ჩვენთვის ძალიან ცუდია ასეთ დროს თამაში. ვთვლი, რომ  თასის ფინალი ჩემპიონატის თამაში იქნება მზეზე, აი, ტურში რომაა, ისეთი. იქნებ, შევიდნენ ჩვენს მდგომარეობაში და გადაწიონ დრო".

 

 

ფეხბურთელებთან გასაუბრების შემდეგ, პროფლიგის პრესსამსახურის უფროსს - მიშა აბაიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი განხილვას აღარ ექვემდებარება და თასის ფინალი 26 მაისს, დღის ორ საათზე შედგება.

 

 

"ჩვენ თავდაპირველად საღამოს 7 საათზე დავთქვით, მაგრამ, მოგეხსენებათ, 26 მაისი დღესასწაულია და თავად პრეზიდენტი აპირებს ქუთაისში სტადიონის  გახსნას. ქართულ ფეხბურთს იმხელა მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოსგან, რომ ჩვენ ამ კომპრომისზე უნდა წავსულიყავით და მადლიერებიც ვართ სახელმწიფოსი. პრეზიდენტს გრაფიკს ვერ შევუდგენთ. ივნისში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება და ფეხბურთელებს სწორედ იმ დროს, თანაც ივნისში მოუწევთ თამაში, ასე რომ, ჩვენ არც პირველები ვართ და არც უკანასკნელები. თამაში დათქმულ დროს გაიმართება".

 

 


მაგდა კლდიაშვილი

goli.ge

 

ნანახია: 682 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2019
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!