რამდენიმე დღეა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ოლიმპის" ბრაზილიელმა
ლეგიონერებმა, აკინომ და ფრაგამ კლუბი და ქვეყანა დატოვეს და ბრაზილიაში
გაემგზავრნენ.
ბოლო რამდენიმე თამაში ბრაზილელები განაცხადშიც არ ყოფილან. აღნიშნული
ინფორმაციის გადასამოწმებლად კლუბის პრესატაშეს - მიშა ჯორბენაძეს
დავუკავშირდით, რომელმაც დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა,
რომ ბრაზილიელებმა მართლაც დატოვეს საქართველო.
მიშა ჯორბენაძე, "ოლიმპის" პრესატაშე:
"ბრაზილიელები ნამდვილად არ გაპარულან. კლუბს ჰქონდა
ვალდებულება, რომ მათთვის ბილეთი აეღო და შესაბამისად, ისე ვერ წავიდოდნენ.
როგორც მოგეხსენებათ, მათ კონტრაქტი დაუმთავრდათ. ბოლო რამდენიმე თამაშიც
არ უთამაშით, ვინაიდან, გუნდმა ჩემპიონობა გაინაღდა. მათ დასვენება
ითხოვეს და კლუბს უარი არ უთქვამს. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
მათთან. სურვილი ორივე მხარეს აქვს, მთავარია პირობებზე ჩამოყალიბება".
თუკი მოლაპარაკება ვერ შედგება მხარეებს შორის, ქვეყნის ჩემპიონს
ევროსარბიელზე გამოსვლა საქართველოს XXI ჩემპიონატის ბომბარდირის გარეშე
მოუწევს .
მაგდა კლდიაშვილი goli.ge
|