ოთარ მარცვალაძე, წინა სეზონის მსგავსად, კვლავ გამორჩეული ფიგურაა რუსეთის პირველ დივიზიონში. 10 თამაშში მის ანგარიშზე უკვე ექვსი გატანილი გოლია. ამ მაჩვენებლით ის საუკეთესოა თავის გუნდში - ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში". მიუხედავად ქართველის ასეთი შედეგიანი თამაშისა, კლუბის პრეზიდენტი მისგან კიდევ უფრო მეტს ელის.
თავის ბლოგში, ალექსეი გოიხმანმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ჯერ კიდევ წინა სეზონში შეამჩნია, როდესაც ამ უკნასკნელს მარტოს შეეძლო თამაში ბედის გადაწყვეტა და თურქეთში ჩატარებული რამოდენიმე ვარჯიშის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ ქართველის "ვოლგაში" გადაბირების გადაწყვეტილება მიიღო.
თუმცა კლუბის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მარცვალაძე ამ სეზონში ჯერ კიდევ არ თამაშობს შესაძლებლობების ზღვარზე და დარწმუნებულია, რომ ოთარი მალე მოუმატებს და დიდ სარგებელს მოუტანს კლუბს.
რატი ახალაია
goli.ge