საქართველოს 13-წლამდელთა ნაკრები 21 მაისს
გერმანიაში გაემგზავრება და ბრემენის საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს.
მატჩები 23-24 მაისს გაიმართება.
ტურნირში ოთხ ჯგუფად დაყოფილი 16 გუნდი მონაწილეობს. ჩვენებურთა
ჯგუფში არიან: ”ვოლფსბურგი”, ”ჰანზა” და ”ვიტესი”. მერვედფინალში ყველა
გუნდი გადის, მერე კი წაგებულებიც ერთმანეთს შეხვდებიან, რათა ტურნირში
თითოელი გუნდის ადგილი გაირკვეს.
მატჩები სტანდარტული ზომის მოედანზე გაიმართება, ტაიმები 15-წუთიანი
იქნება.
საქართველოს 13-წლამდელთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი ნოდარ აკობია)
ბრემენში ასეთი შემადგენლობით მიდის:
მეკარეები: ოთო გოშაძე, ნიკა
ადეიშვილი
მცველები: გიორგი ადამია, ირაკლი კამლაძე,
ნიკა კევლიშვილი, გიორგი ახალაძე, გიორგი აბულაშვილი
ნახევამცველები:
რატი კაკიაშვილი, ნიკა ქორიძე, ნიკა ლაშხია, ვატო არველაძე, ირაკლი ჟვანია,
გურამ გოშთელიანი, გუგა ფირცხალავა
თავდამსხმელები:
საბა ცინცქელაძე, დიმიტრი თუთბერიძე, გიორგი წივილაშვილი, ირაკლი კომახიძე