ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 21.12.2024, 15:17


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აგვისტო » 26 » უკრაინამ გაგვამწარა
16:29
უკრაინამ გაგვამწარა

http://www.gff.ge/functions/img.php?src_jpg=../album/449_3507_553694.jpg&im_new_w=250


პალანგის საერთაშორისო ტურნირის შთამბეჭდავად დაწყების შემდეგ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა წარმატებული სვლის გაგრძელება ვერ შეძლო და მეორე ტურში უკრაინასთან 0:3 განადგურდა. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი მეტოქეს თავიდან კი ტოლსწორად ებრძოლა, მაგრამ მხოლოდ პირველ ტაიმში. სამივე გოლი საქართველოს ნაკრებმა შესვენების შემდეგ გაუშვა.

საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: თებიძე, მთივლიშვილი, ცნობილაძე, სანდუხაძე, ჭიღვარია, ჰუფნაგელი, გოგიჩაიშვილი, ჯავახიშვილი, არაბული, ფანცულაია, სამუშია.

შეცვლაზე შევიდნენ: გუდავაძე, მარკოზაშვილი, ხანთაძე, კაჭარავა, როგავა, სარჯველაძე.

ცნობისათვის, პირველ ტურში უკრაინის ნაკრებმა ლატვიას 2:1 მოუგო, გუშინ კი ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ჩვენს მიერ 6:0 განადგურებულმა მოლდოვამ იგივე ლატვია 3:1 დაამარცხა. ხვალ ბოლო ტურია. საქართველო თბილისის დროით 14 საათზე ჯგუფის აუტსაიდერ ლატვიას ხვდება, უკრაინა კი შესაბამისად, მოლდოვას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, ფინალში თამაშის უფლებას მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. B ჯგუფის მოგების შანსები კი მიზერულიღა დაგვრჩა. საამისოდ საჭიროა, მოვუგოთ ლატვიას და უკრაინამ წააგოს მოლდოვასთან. ამაზე უფრო რეალური ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლა და ტურნირის მესამე ადგილისთვის თამაშია. საამისოდ ლატვიასთან ფრეც გვყოფნის. ტურნირის ფინალი და მატჩები მესამე, მეხუთე და მეშვიდე ადგილისთვის 28 აგვისტოს გაიმართება.

ჩვენი ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა ასეთია:

1. უკრაინა 2 2 0 0 5-1 6
2. საქართველო 2 1 0 1 6-3 3
3. მოლდოვა 2 1 0 1 3-7 3
4. ლატვია 2 0 0 2 2-5 0

აქვე A ჯგუფის სიტუაციასაც გადავხედოთ:

1. ლიტვა 2 1 1 0 3-2 4
2. ბელარუსი 2 1 0 1 4-3 3
3. აზერბაიჯანი 2 1 0 1 4-4 3
4. ყაზახეთი 2 0 1 1 2-4 1


"ლელო"

ნანახია: 821 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!