ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » აგვისტო » 25
ახალი სეზონი ბოლნისის "სიონმა" ახალი მწვრთნელითა და წარმატებით
დაიწყო. ბოლნისელებმა გიორგი ყიფიანის ხელმძღვანელობით შინ "კოლხეთთან"
უგოლოდ ითამაშეს, "სამტრედია" სტუმრად დაამარცხეს და თასის 1/8 ფინალში
"ზოოვეტის" ძლევით (2:0) გავიდნენ. "სიონს" 3-მატჩიანი წაუგებელი სერია
აქვს და გათამაშების ცხრილს "ოლიმპთან" და "კოლხეთთან" ერთად ლიდერობს.
უფრო მეტიც, ჩატარებულ სამ მატჩში ბოლნისელებს ჯერ გოლი არ მიუღიათ. ასეთია
ყიფიანის გაწვრთნილი გუნდის შედეგი, რომელსაც სეზონის წინ მოსამზადებელი
შეკრება არ გაუვლია და მხოლოდ ერთი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა...
"სიონზე" სწორედ გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი ყიფიანს ვესაუბრებით.
-
თვეზე მეტია, ბოლნისის "სიონს" ხელმძღვანელობთ. მწვრთნელობაში ეს
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ოთარ გაბელიამ 4 სექტემბერს თურქეთთან გასამართი მატჩისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა..
გუნდში ბოლო მატჩისგან განსხვავებით დიდი ცვლილებები არ არის, თუმცა
დანაკლისი ჯანო ანანიძის სახით უდიდესია. ახალგაზრდა ფეხბურთელი თემურ
ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში მიიწვია.
თუმცა ახალი სახე ახალგაზრდულში არანაკლებ შთამბეჭდავია ლევან მჭედლიძის სახით...
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
"სამტრედიაში" ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ორი ახალი ფეხბურთელი ჩაირიცხა – მიხეილ კაკალაძე და ლაშა ქებაძე. თავდამსხმელი კაკალაძე "სამტრედიაში" შარშანაც თამაშობდა – იგი იმერული კლუბის ღირსებას გასულ სეზონში იცავდა და გუნდი სეზონის მსვლელობისას დატოვა. ბოლოს კაკალაძე პირველი ლიგის ბინადარ "ბათუმში" ასპარეზობდა. შეგახსენებთ, ყველაზე წარმატებულად იგი თბილისის "დინამოში" თამაშობდა, როცა გია გეგუჩაძის გუნდის წამყვანი ფორვარდი იყო და 2004 წელს მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დედაქალაქური კლუბის უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაში.
რაც შეეხება საყრდენ ნახევარმცველ ქებაძეს, ბოლო წლებში იგი თბილისის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში სტაბილური თამაშით გ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
დავით დიღმელაშვილი, რომელიც ბოლოს რაანანას "ჰაპოელში" თამაშობდა, როგორც იცით, საქართველოში დაბრუნდა. თავდაპირველად, ვრცელდებოდა ხმები, რომ დიღმელაშვილი რუსთავის 'ოლიმპში' გადადიოდა, თუმცა, ეს ხმები არ აღმოჩნდა მართალი და ყოფილი 'ვეტერინარი', 'ვიტ ჯორჯიას' ყოფილმა თავკაცმა, თავისთან წაიყვანა. დიღმელაშვილმა უკვე მოირგო 'ტორპედოს' მაისური და სათასო მატჩში 'მერცხალის' წინააღმდეგაც მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთელთან კლუბმა 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
goli.ge
შესახებ: |
კვირას საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის ცენტრალური შეხვედრა რუსთავში
გაიმართა - "ოლიმპი" თბილისის "დინამოს" მასპინძლობდა. ვერ ვიტყვი, რომ
ევროპული დონის შეხვედრა ვიხილეთ-მეთქი, მაგრამ განათებულმა სტადიონმა,
მაყურებელთა აქტიურობამ და მოთამაშეთა მონდომებამ მატჩი მაინც გამორჩეული
და დასამახსოვრებელი გახადა. მსგავსი თამაში ჩვენი ეროვნული პირველობის
რეკლამადაც კი გამოდგებოდა, თუმცა... შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი
ტელევიზიით არ გადაიცა. საქმე ისაა, რომ პროფლიგას, მედიაკომპანია
"კოლხიდას", ფეხბურთის ფედერაციასა და ეროვნული ჩემპიონატის ჩვენებით
დაინტერესებულ ტელეკომპანიებს საკითხი დღემდე ვერ გაურკვევიათ. ფეხბურთის
ფედერაციის პრესატაშე და ცნობილი ტელეჟურნალისტი ლაშა დვალიშვილი
გვესაუბრება ახალ პროექტზე, რომელიც უკვე სარგებლობს ფედერაციისა და
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
წარუმატებელი სტარტის, თბილისში, "დინამოსთან" მატჩის შემდეგ,
"ზესტაფონმა" შინ დიდი ანგარიშით მოიგო. გია გეგუჩაძის გუნდმა ცხინვალის
"სპარტაკი" "დავით აბაშიძეზე" 4:0 დაამარცხა. გატანილი ოთხი გოლიდან
ნახევარი იმერელთა გუნდის ფორვარდ რატი წინამძღვრიშვილის ანგარიშზეა.
აღსანიშნავია ის, რომ მიმდინარე სეზონში პირველი დუბლი სწორედ რატის
ეკუთვნის. ეროვნულ ჩემპიონატში, ბოლოს რატის გასულ სეზონში, "ვიტ
ჯორჯიასთან" 5 მაისის მატჩის შემდეგ აღარ უთამაშია. ვეტერინარებმა ის
შეხვედრა 1:0 მოიგეს, წინამძღვრიშვილი კი 43-ე წუთზე დაშავდა, თამაშის
გაგრძელება ვეღარ შეძლო და ნიკოლოზ გელაშვილმა შეცვალა.
ახლა, როცა
რატი დუბლით დაბრუნდა ჩემპიონატში, ყველას იმედი მიეცა, რომ
წინამძღვრიშვილი ჩვეულ ფორმას მალე აღიდგენს. ბევრს აი
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|