ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » აგვისტო » 31
ირაკლი კლიმიაშვილი "ლოკერენში" არ ითამაშებს. ბელგიის მთავარი ლიგის
კლუბში სინჯებიდან "ვიტ ჯორჯიას" შემტევი ნახევარმცველი 30 აგვისტოს
დაბრუნდა და უმალ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა,
სადაც ეს ინტერვიუც შედგა.
- ბელგიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდზე თქვენზე მწირი ინფორმაცია იყო და ვერ გავიგეთ, "ლოკერენში" ჩაირიცხე თუ არა? -
სამწუხაროდ, ვერ ჩავირიცხე. პირველ გუნდთან ვვარჯიშობდი და ორი საკონტროლო
შეხვედრა ჩავატარე: ერთი - ძირითადში, ამხანაგური, მეორე კი ოფიციალური -
"ლოკერენის" დუბლშემადგენლობაში.
- კონტრაქტის გაუფორმებლად ოფიციალურ შეხვედრაში როგორ გათამაშეს?! -
საქმე ისაა, რომ ს
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
სატრანსფერო სეზონის დახურვამდე 57 წუთით ადრე ზაფხულის ყველაზე სერიოზული
ქართული ტრანსფერი განხორციელდა - საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახა
კალაძე "მილანიდან" "ჯენოაში" გადავიდა და კარიერის მომავალ ორ სეზონს
ლიგურიის დედაქალაქში გაატარებს. კახას რამოდენიმე არჩევანი ჰქონდა. "მილანში" დარჩენა, სადაც გარანტირებული ჰქონდა სათადარიგო სკამზე ჯდომა. კიდევ ერთი ვარიანტი - მიდიოდა მოლაპარაკებები, რომლის თანახმადაც, "მილანს" და "იუვენტუსს" კალაძე და ფაბიო გროსო უნდა გაეცვალათ, თუმცა ეს გარიგება არ შედგა. ამით 32 წლის კალაძის 9,5 წლიანი მილანური კარიერა დასრულებულია! ამ ხნის
განმავლობაში მან 194 მატჩში 12 გოლი გაიტანა "მილანის" შავ-წითელი
მაისურით. მან "მილანში" სკუდეტო მოიგო, კოპა იტალია, ჩემპიონთა 2 თასი,
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
საქართველოს ეროვნული ნაკრების 28 წლის მცველი ზურაბ ხიზანიშვილი "რედინგში" დაბრუნდა. გუნდის მწვრთნელი ბრაიან მაკდერმოტი ამ ტრანსფერით გახარებულია: "ხიზანიშვილის დაბრუნებით, კმაყოფილები ვართ. ის იყო ჩვენი გუნდის ფანების ნამდვილი კერპი. ზუსტად ვიცით, თუ ვინ მივიღეთ გუნდში. ეს ტრანსფერი "რედინგისთვის" პოზიტიურ ნაბიჯად ითვლება.
ბექა დოგრაშვილი
შესახებ: |
გუშინ 13 საათზე ახალგაზრდული ნაკრები სასტუმრო "თორში" შეიკრიბა. 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის II შესარჩევ ჯგუფში საქართველოს 21-წლამდელთა კრებული 4 სექტემბერს საქარიაში თურქეთს შეხვდება, 7-ში კი თბილისში სომეხ თანატოლებს უმასპინძლებს და ამით დაასრულებს კიდეც შესარჩევ ციკლს.
ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ დასკვნითი მატჩებისთვის 21 ფეხბურთელი გამოიძახა, თუმცა გუშინ მის განკარგულებაში ყველა გამოძახებული როდი იყო. მოდით, ჯერ იმ 15 ფეხბურთელის სიას გავეცნოთ, რომლებმაც გუშინ ივარჯიშეს:
მეკარეები: როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), გიორგი ბახტაძე (დიორი ეტო, უნგრეთი);
მცველები: ლევან კაკუბავა, გულვერდ თომაშვილი (ორივე - დინამო), გიორგი ხიდეშელი (ზესტაფონი), ნიკა კვეკვესკირი (ბაია), გიორგი რეხვიაშვილი (ოლიმპი), გიორგი გურული (ტორპედო);
ნახევარმცველები: თორნიკე ოქრიაშვილი
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა, 3 სექტემბერს ათენში, ბერძნებთან გასამართი შეხვედრისათვის მზადება დაიწყო. ქვეყნის მთავარი ნაკრები, ქეცბაიას ხელმძღვანელობით 30 სექტემბერს ნიქოზიაში არასრული შემადგენლობით შეიკრიბა, თუმცა პირველი სექტემბრიდან მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში ყველა ის ფეხბურთელი იქნება, რომელთა გამოძახებაც მან ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სასტარტო შეხვედრისათვის მიზანშეწონილად მიიჩნია.
დღეს, გუნდს კობიაშვილი და ლობჟანიძე, გამთენიისას ხიზანიშვილი ხოლო პირველ სექტემბერს რევიშვილი ალეგრას სპორტულ ცენტრში შეურთდებიან, სადაც ნაკრებს მოახლოებული შეხვედრისათვის მოსამზადებლად ყველა პირობა აქვს შექმნილი.
სპორტული ცენტრი ალეგრა ქალაქიდან მოშორებით მდებარეობს რაც მწვრთნელებსა დ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
როგორც რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, ქალაქის ქუჩებში
მოძრავი სალარო გამოჩნდა, სადაც საქართველო-ისრაელის 7 სექტემბერს გასამართი მატჩის ბილეთები იყიდება. მოძრავი სალარო თბილისის ყველა უბანს მოივლის და საქართველოს ნაკრებისათვის მხარდაჭერის მსურველ ყველა გულშემატკივარს შესაძლებლობას მისცემს, ფეხბურთზე დასასწრები ბილეთი საკუთარ უბანში შეიძინოს. დასასწრები ბილეთების ფასია: 5, 7, 10 და 20 ლარი. გულშემატკივარს, რომელიც 5 ნებისმიერი ღირებულების ბილეთს შეიძენს საჩუქრად გადაეცემა მეთორმეტე მოთამაშის მაისური. გაგაცნობთ მოძრავი სალაროს გადაადგილების მარშრუტს: მოძრავი სალაროს გადაადგილების მარშუტი:
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|