ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » აგვისტო » 24
დღეს გაიმართა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების 1/16 ფინალური ეტაპის შეხვედრები:
წყალტუბოს ”სამგურალი” 0-2 მარტვილის ”მერანი”
თბილისის ”ზოოვეტი” 0-2 ბოლნისის ”სიონი”
”ნორჩი დინამოელი” 1-3 ”გაგრა” თბილისი
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ბაქოს
”ინტერის” ქართველი მწვრთნელი კახაბერ ცხადაძე 5 მატჩიანი
დისკვალიფიკაციითა და 5000 აზერბაიჯანული მანათით დასაჯა.
ამის მიზეზი კი მესამე ტურის შეხვედრაში ”ხაზარის” მწვრთნელთან მირჩა
რედნიკთან მომხდარი ინციდენტია. როგორც აზერბაიჯანული პრესა იუწყება,
ცხადაძემ რედნიკი ინგლისურად გამოლანძღა, რაც შეხვედრის მეოთხე არბიტრმაც
გაიგო და მთავარ არბიტრს აცნობა. რეფერიმაც ცხადაძე იმწუთასვე მოედნიდან
გააძევა.
ამრიგად კახას მომდევნო 5 ტური ტრიბუნებზე ჯდომა და გუნდის ხელმძღვანელ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ნალჩიკის ”სპარტაკმა”, რომლის რიგებში გოგიტა გოგუა და დავით სირაძე
თამაშობენ, ვარჯიში გუშინ განაახლა. რუსეთის პრემიერლიგის მომდევნო ტურში
კრასნოჟანის შეგირდები ყაზანის ”რუბინს” დაუპირისპირდებიან.
როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ”სიბირთან” შეხვედრაში
მიღებული ტრავმის გამო ინდივიდუალურად ვარჯიშობს ქართველი თავდამსხმელი
დავით სირაძე. ნალჩიკელთა 8 ნომერმა სწორედ ამ მიზეზით გამოტოვა
ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა, რომელშიც ”სპარტაკი” ”როსტოვს” დაუზავდა
(1:1).
შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიამ სირაძე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი თამაშებისათვის ნაკრებში გამოიძახა.
<
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ერთ-ერთი აზერბაიჯანული ვებგვერდის მიერ ბექა ბეროშვილის ნალაპარაკების
ინტერვიუდ მონათვლამ უკრაინაში ბევრი გაანაწყენა. ამაზე უკვე ვწერდით და
ისიც გაცნობეთ, რომ ბექა გოცირიძე, რომელიც დნეპროპეტროვსკის "დნიპროდან" "კრივბასშია" განათხოვრებული, უკრაინაშია და კრივოიროგელთა გუნდში აგრძელებს ვარჯიშს.
უკრაინის
ვიშა ლიგაში უკვე 7 ტური ჩატარდა. გოცირიძე კი "კრივბასის" რიგებში"
პირველი ორი ტურის შემდეგ აღარ გამოჩენილა. მიზეზი ტრავმაა. ჩვენებურის
ამბით დავინტერესდით და მას უკრაინაში დავუკავშირდით...
- გავიგეთ რომ თამაშები ტრავმის გამო გამოტოვეთ. ახლა როგორ გრძნობთ თავს? - სამ კვირაზე მეტია რაც კოჭი გადამიბრუნდა და მყესი მაქვს გაწყვეტილი. პროცედურები ჩავიტარე და ახლა უკეთ ვარ.
- ალბათ მსუბუქად ვარ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
თურქეთის მიმდინარე ჩემპიონატში ორი ტური გაიმართა, შოთა არველაძის გაწვრთნილმა ”ქაისერისფორმა” ორივე თამაში მოიგო და ”ბურსასფორთან” ერთად ლიდერობს გათამაშების ცხრილს. ”ქაისერმა” ჯერ ”ისტანბული” დაამარცხა სტუმრად 2:0, მერე კი შინ ”ქარაბუქსფორს” სძლია 1:0. შოთას თურქეთში შევეხმიანეთ...
- სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი და ორი თამაში თურქეთის სუპერლიგაში - უკვე მოახერხე ”ქაისერის” ფეხბურთელებამდე შენი იდეების მიტანა? - მხოლოდ იდეების მიტანა როდი განაპირობებს გუნდის წარმატებას. ისე კი,ფეხბურთელები ყველანაირად ცდილობენ გამიგონ, თუ რისი თქმა მსურს. მერწმუნეთ, ეს არ არის ადვილი.
- როგორ ფეხბურთს თამაშობს შოთა არველაძის გაწვრთნილი ”ქაისერი”? - მინდა, რომ დალაგებულ ფეხბურთი ვითამაშოთ, როცა ბურთს ზედმეტად არ ”ათრევენ” და თამაშის გაშლას გუნდი კარგად ახერხებს.
- ”ქაისერის” გულშემატკივრები რა თვალით გიყურებენ? თურქეთში უცხო არ ხარ, მაგრამ მაინც უცხოელი
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ებრაელი ბიზნესმენის გრანდიოზული ჩანაფიქრი: თბილისში საფეხბურთო სკოლების ქსელი იქმნება
საფეხბურთო
სკოლა "ნორჩი დინამოელის" გარშემო დიდი ვნებათღელვა ატყდა. სკოლის
მიმდებარე ქუჩის მცხოვრები გულშემატკივრები დაგვიკავშირდნენ, აქაურობას რომ
ყიდიან და თბილისი საფეხბურთო მოედნებისა და სკოლებისგან იცლება, არ
გადარდებთო?! სპორტული გაზეთის სადარდებელი სხვა რა უნდა იყოს? "ნორჩი
დინამოელი" უძველესი ქართული საფეხბურთო სკოლაა და მისი გასხვისება არავის
ესიამოვნებოდა. დილით, სკოლასთან აღშფოთებული ხალხი დაგვხვდა. ყველას
თავისი ადარდებდა. მაგალითად, მწვრთნელები ჩიოდნენ, ბავშვები სადღა
ვავარჯიშოთო და ახლობელ-მეგობრებს მოედნების დასაქირავებლად აწუხებდნენ.
გაურკვეველ ხმებზე აყოლა უმ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებმა გუნდმა, კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით, ლიტვაში ,ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირ „პალანგის თასზე" გამოსვლა წარმატებით დაიწყო.
ჩვიდმეტწლამდელებმა პირველი შეხვედრა მოლდოველ თანატოლებთან გამართეს და დამაჯერებელი ანგარიშით 6:0 გაიმარჯვეს.
მოლდაველების წინააღმდეგ მთავარმა მწვრთნელმა ნაკრები ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
1. თებიძე 2. მთივლშვილი 3. ცნობლაძე 4. სანდუხაძე 5. ჭიღვარია 6. ჰუფნაგელი 7.&nbs
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|