ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » აგვისტო » 03
უკვე იცით, რომ დიეგო მარადონას თბილისში ჩამომყვანი ნიკო პატარქალიშვილი
შემოდგომისთვის საერთაშორისო ოთხთა ტურნირის თბილისში ჩატარებას გვპირდება.
ამ გათამაშების ორგანიზებისთვის მან უკვე საკმაო სამუშაო გასწია და
შედეგიც სახეზეა - საერთაშორისო ოთხთა ტურნირი თბილისობა დღეს, 30
ოქტომბერს დაიწყება და 5 ნოემბრამდე გასტანს. საქართველოს 21-წლამდელთა
ნაკრების გარდა, მასში ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის ახალგაზრდული
ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. უფრო მეტიც, პატარქალიშვილის სურვილი
იყო, ამ ტურნირს თბილისში ფეხბურთს მეფე პელე დასწრებოდა...
ვრცლად "ლელოს" ოთხშაბათის ნომერში
შესახებ: |
ხუთშაბათს, 5 აგვისტოს, უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის
განმეორებით შეხვედრაში დინამოელები ავსტრიის შტურმს მიიღებენ. მატჩი
ბორის პაიჯაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 20 საათსა და 30 წუთზე
დაიწყება. ბილეთის ფასი 2 ლარი /ლოჟა 5 ლარი/ იქნება. ბილეთების
რეალიზაცია სტადიონის სალაროებში ოთხშაბათს 14 საათიდან დაიწყება.
ავსტრიელები საქართველოში 4 აგვისტოს 14 საათზე, ვენიდან ჩარტერული რეისით
ჩამოვლენ და სასტუმრო რედისონში დაბინავდებიან. დელეგაციაში ოფიციალურ
პირთა გარდა, სავარაუდოდ 100-მდე გულშემატკივარიც იქნება. იმავე დღეს 19
საათზე შტურმი ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშებს. სტუმართა მოთხოვნით ღია,
ვარჯიშის მხოლოდ პირველი 15 წუთი იქნება. დინამოელები კი იქვე 20 საათსა და
30 წუთზე ივარჯიშებენ.
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
შუა იმერეთის
რაიონული ცენტრი, უეფას ევროლიგის III საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო
მატჩის სამზადისშია, რომელშიც "ზესტაფონი” ლვოვის "კარპატს” უმასპინძლებს
(პირველი მატჩი იმერლებმა 0:1 წააგეს). ამ დონის (საუბარია საწყისი
ეტაპიდან მე-3 მეტოქემდე მიღწევაზე) საევროტურნირო შეხვედრა თბილისსგარეთ
პირველად ტარდება, რაც ზესტაფონური კლუბის მესვეურთა მიმართ ნდობის
ნიშანია. როგორც ს.კ. "ზესტაფონის” პრეს--სამსახურმა "მსოფლიო სპორტს”
განუცხადა, სპეციალურად ამ მატჩისთვის უეფამ კლუბს ახალი მოთხოვნები
წაუყენა, რომლებიც 5 აგვისტოს 20:00 საათისათვის სრულად იქნება
შესრულებული.
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ლევან კობიაშვილმა ბერლინის "ჰერტა" ავსტრიული "რიდის" წინააღმდეგ
საკონტროლო მატჩში მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა. "ჰერტამ"
შეხვედრა 3:1 მოიგო, კობიაშვილმა კი ჩვეულებისამებრ, დაცვის მარცხენა
ფლანგზე ითამაშა. შესვენებისას ბერლინელთა მთავარმა მწვრთნელმა მარკუს
ბაბელმა მთელი ძირითადი შემადგენლობა შეცვალა. იმ დროისთვის "ჰერტა" 1:0
იყო დაწინაურებული.
არაა გამორიცხული, სულ მალე კობიაშვილი "ჰერტას" მუდმივ კაპიტნად გამოაცხადონ.
"ლელო"
შესახებ: |
5 აგვისტოს ბ.
პაიჭაძის სახ. ეროვნულ სტადიონზე ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის
განმეორებით მატჩში თბილისის "დინამო" გრაცის "შტურმს" უმასპინძლებს.
პირველი შეხვედრა ავსტრიელთა გამარჯვებით ანგარიშით 2-0 დასრულდა, თუმცა
ქართველი ფეხბურთელები მზად არიან საბრძოლველად და როგორც ჩანს, წარმატების მისაღწევად არაფერს დაიშურებენ. "დინამოელთა" მწვრთნელის კახი კაჭარავას
თქმით, ჯერ ყველაფერი არ არის გადაწყვეტილი. "დინამოს" შეუძლია სასურველი
შედეგის მიღწევა. მწვრთნელი დარწ
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|