ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » აგვისტო » 24 » U 21. შარაშენიძე დიორიდან, მინუს ხიდეშელი, პლუს ბარაბაძე
19:07 U 21. შარაშენიძე დიორიდან, მინუს ხიდეშელი, პლუს ბარაბაძე |
2 ჯგუფი
| გუნდი
| თამაში
| ქულა
| 1.
| შვეიცარია
| 9
| 17
| 2.
| თურქეთი
| 8
| 13
| 3.
| საქართველო
| 8
| 12
| 4.
| ესტონეთი
| 10
| 12
| 5.
| სომხეთი
| 9
| 10
| 6.
| ირლანდია
| 8
| 7
|
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 30 აგვისტოს თბილისში შეიკრიბება, ორი
დღე ივარჯიშებს და 2 სექტემბერს თურქეთში გაემგზავრება. ოთარ გაბელიას
გაწვრთნილებს 4 სექტემბერს ქალაქ საქარიას სტადიონზე უმნიშვნელოვანესი
შეხვედრა ელით: გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი მეორე შესარჩევ
ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლისა და ევროპის 2011 წლის ახალგაზრდულ
ჩემპიონატზე მოხვედრის მთავარი კანდიდატი გახდება. გასული წლის
შემოდგომაზე, ზესტაფონში პირველ მატჩში ჩვენმა ახალგაზრდებმა მსოფლიოს
ჩემპიონატის მესამეადგილოსანი თურქები 4:0 გაანადგურეს.
ბუნებრივია,
მეზობლებისთვის გამეორებითი შეხვედრა არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ
უაღრესად პრინციპულია. თურქები 13 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე არიან,
ქართველებს ქულით უსწრებენ და გამარჯვების შემთხვევაში, მეორე ადგილს
ინაღდებენ.
პლუს ამას, მასპინძლები საკუთარი გულშემატკივრების
წინაშე რეაბილიტაციასა და იმის დამტკიცებას შეეცდებიან, რომ საქართველოსთან
პირველი მარცხი შემთხვევითი იყო და არა კანონზომიერება. ბუნებრივია,
გაბელია და მისი გუნდი საპირისპიროს დამტკიცებას აპირებენ. ეს ფაქტორებიც
რომ არა, მეზობლების მატჩი ყოველთვის დაძაბულია.
ახალგაზრდული
ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელიას შემადგენლობაში რადიკალურ
ცვლილებებს არ გეგმავს, მაგრამ აუცილებლობამ რამდენიმე კორექტივი უკარნახა.
11 აგვისტოს სომხეთთან ურთულესი მატჩის მოგების (3:2) მიუხედავად, გაბელია
რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო დარჩა და ცვლილებებს განხორციელების
საჭიროება ახსენა. სამწუხაროდ, მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო
ანანიძე ახალგაზრდულს ვერ დაეხმარება - ის თემურ ქეცბაიამ ეროვნულ გუნდში
გამოიძახა. ცენტრალური მცველი გიორგი ხიდეშელი ყვითელი ბარათების გამო ვერ
ითამაშებს.
"ზესტაფონთან" მატჩში კუნთი გაიჭიმა და ვერ ითამაშებს
თბილისის "დყნამოსა" და ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მათე ვაწაძე. ჩვენი
ინფორმაციით, მის ნაცვლად გაბელიამ 17 წლის თემურ შარაშენიძეს უხმო,
რომელიც ასაკის მიუხედავად, უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბ "დიორ ეტოს"
ძირითად გუნდშია და საკმაოდ კარგი სათამაშო პრაქტიკა აქვს. გამოძახებულია
თავდამსხმელი რეზო ბარაბაძეც, რომელმაც სომხეთთან გასვლითი მატჩი ყვითელი
ბარათის გამო გამოტოვა და გერმანიის პირველი ბუნდესლიგის "კარლსრუეში"
ვარჯიშობდა.
გაბელია საბოლოო სიას ხვალ დაასახელებს. მანამდე კი
საქართველოს თასის ერთ-ერთ მატჩში მისთვის საინტერესო რამდენიმე მოთამაშეს
დააკვირდება.
მერაბ მამულაშვილი
|
ნანახია: 745 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
რეკლამა |
|
|
|