3:1 საქართველოს U–19
ნაკრებმა მესამე, ბოლო მატჩი გამართა პორტუგალიის საერთასორისო ტურნირზე.
ისე როგორც ჩვენ, ბულგარელებიც დამარცხდნენ წინა ორ შეხვედრაში.
დღეს კი აუტსაიდერების
შეხვედრა დამთავრდა ანგარიშით 3 – 1 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. ქართველი ფეხბურთელები მატჩის 14–ე წუთზე "ბენფიკას" ფეხბურთელმა ბაქარ
მირცხულავამ დააწინაურა, ბულგარელებმა ანგარიში მე–20 წუთზე გაათაბრეს,
თუმცა შვიდ წუთში კი ლაშა ჩაფიძემ გუნდი წინ გაიყვანა, მატჩის მეორე
ნახევარში კვლავ ჩაფიძემ 83–ე წუთზე გატანილი გოლით მატჩს წერტილი დაუსვა.
|