27 აპრილს, პოლიციის აკადემიის სპორტულ დარბაზში საქართველოს ახალგაზრდული
ნაკრები ფუტსალში საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ამხანაგურ მატჩში
დაუპირისპირდა და მეტოქე 4:2 დაამარცხა.
ქართველთა კაპიტანმა -
შოთა
ჯანუყვაძემ დუბლი შეასრულა, თითოჯერ კი თავი
გიორგი
ტიკურიშვილმა და
ცოტნე მარგველაშვილმა
გამოიჩინეს.
ქართველთა მწვრთნელებმა, ზაალ ჩიტალაძემ და პეტრე
თაბუკაშვილმა, ნაკრებში "ალგოს", "ქარიშხალას", "თსუს" და ქუთაისის
"ჯუნგლების" მოთამაშეები გამოიძახეს.
შეხვედრის პირველივე
წამებზე, ლაშა სიგუნავა ფრანგ მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ვერ
აჯობა და უკვე საპასუხო იერიშისას საქართველოს ნაკრებმა გოლი გაუშვა.
მასპინძელთა კარი ფრანგთა კაპიტანმა ამინ ნედჟარმა დალაშქრა.
გამთანაბრებელი გოლი "ალგოელმა" გიორგი ტიკურიშვილმა შეაგდო, მაგრამ
ფრანგებმა მალევვ მეორე ბურთიც გაიტანეს. პირველი ტაი,ის დასრულებამდე
ქართველთა კა
...
კითხვის გაგრძელება »