საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფუტსალში საფრანგეთის ახალგაზრდულ
ნაკრებთან 28 აპრილს მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და ამჯერად
გაცილებით დამაჯერებელი სხვაობით - 8:2 გაიმარჯვა. მატჩს, რომელიც შსს-ს
აკადემიის სპორტულ დარბაზში გაიმართა, საქართველოს სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე -
დავით
ნამგალაური და პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი -
გია
ფირცხალავა დაესწრნენ.
მატჩში ანგარიში ალგოელმა გიორგი
ტიკურიშვილმა გახსნა, რომელიც ჩაწოდებულ ბურთს შორ ძელთან დაუხვდა.
ფრანგებმა ჯარიმით გაათანაბრეს, რასაც ტიკურიშვილმა მალე მეორე გოლით
უპასუხა - საჯარიმო მოედნის ხაზიდან გაისროლა. შემდეგ, აჩი სებისკვერაძემ
დაამატა მეკარის მოგერიებულს, ქართველთა მეოთხე გოლი კი კაპიტანმა შოთა
ჭანუყვაძემ შეაგდო.
ქარიშხალელს ორი ფრანგი მცველი ეფარებოდა,
მაგრამ ჭანუყვაძემ როგორღაც მოახერხა და ბურთს ფეხი წაჰკრა. ამის შემდეგ
ფრანგებმა მახვილი კუთხიდან გაიტანეს
...
კითხვის გაგრძელება »