ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » აპრილი » 14
vs როგორც უკვე გაუწყეთ, საქართველოსა და კამერუნის
ეროვნულ ნაკრებებს შორის
დაპირისპირება 25 მაისს ავსტრიაში შედგებოდა, თუმცა ზუსტი ადგილი თუ რომელ
ქალაქში ჩატარდებოდა, ამასთან დაკავშირებით სულ ახლახანს შევიტყვეთ. მატჩი
საქართველოსა და კამერუნს შორის ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გაიმართება.
მატჩამდე კი დიდი შანსია, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა ავსტრიაშივე
გაიარონ
მოსამზადებელი ეტაპი. მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დიდი შანსია, რომ ჯვაროსნები სამხრეთ ამერიკულ ან აზიურ გუნდს დაუპირისპირდნენ, თუმცა
კონკრეტულად რომელ ნაკრებზე შეაჩერებს არჩევანს ფეხბურთის ფედერაცია ამას
რამდენიმე დღეში გავარკვევთ.
შესახებ: |
3:0 დღეს საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიის
ოთხთა ტურნირზე
პირველი მატჩი რუს თანატოლებთან გამართა და დიდი ანგარიშით 0:3 დამარცხდა.
ვლადიმერ გუცაევის შეგირდები მომდევნო მატჩს მასპინძელ პორტუგალიასთან და
ბელგიასთან გამართავს.
თორნიკე ცირამუა www.fanebi.com
შესახებ: |
vs თბილისის "დინამო" და თბილისის "ვიტ–ჯორჯია" ეს ის
გუნდებია, რომლებიც დავით
ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ითამაშებენ. თბილისის "ვიტ–ჯორჯია,"
რომელმაც პირველი მატჩი მარტვილის "მერანთან" 0:1 დათმო, რუსთავში მრავალ
ათასიანი გულშემატკივრის წინაშე "მერანი", ხურცილავასა და ადაბამაძის გოლების
წყალობით 2:0 დაამარცხა მეტოქე. რაც შეეხება ეროვნულ სტადიონზე
გამართულ
შეხვედრას, ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ცხინვალის "სპარტაკი" შეხვდნენ და
მატჩი "დინამოელებმა" 3:0 გაიმარჯვეს, გოლები კი, ჩიკვილაძემ 32–ეზე, ხოლო
ვაწაძემ 81–ეზე და 89–ე წუთებზე გაიტანა. მაშ ასე, დავით ყიფიანის
სახელობის თასის ფინალი, რომელიც 26 მაისს გაიმართება, ერთმანეთს
დედაქალაქური კლუბები "დინამო" და "ვიტ–ჯორჯია" შეხვდება.
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ახლახან თურქეთში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა 1997 წელს დაბადებულ მოზარდთა შორის. ”ხმელთაშუა ზღვის მარგალიტი” - ასე ქვია ამ ტურნირს, რომელშიც თურქეთის, ბულგარეთის და რუსეთის გარდა ქართული გუნდიც მონაწილეობდა - 35-ე საფეხბურთო სკოლა და ”ხმელთაშუა ზღვის მარგალიტი” სწორედ ჩვენებურთა გამარჯვებით დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ ტურნირში ”ფონდი არველაძის” სამი სტიპენდიანტი მონაწილეობდა: ნიკა ქორიძე, გიორგი ზარია და ირაკლი ფირცხალავა. და კიდევ: ნიკა ქორიძე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ამ ნიჭიერი ყმაწვილის თამაშით ლეგენდარული მეკარე რინატ დასაევიც მოხიბლულა - დასაევის გუნდი ტურნირის ერთ-ერთი მონაწილე იყო.
შესახებ: |
ერთთვიანი პაუზის შემდგომ, რაც ტექნიკური პრობლემების გამო იყო გამოწვეული www.geofootball.ucoz.net აგრძელებს მუშაობას. იმედია ამიერიდან უფრო მეტ სასიხარულო ინფორმაციას მოგაწვდით ქართული ფეხბურთის შესახებ.ბექა დოგრაშვილი
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|