17 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სააქტო
დარბაზში საქართველოს ფუტსალის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა
გაიმართა, სადაც მთავარი საკითხი ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები იყო.
არჩევნები
ფარული ხმის მიცემის პრინციპით ჩატარდა და ხმის მიცემის უფლების მქონე
ფუტსალის ფედერაციის 13-ვე წევრმა ხმა
გაიოზ ფხოველიშვილს
მისცა.
ფხოველიშვილი ფუტსალის ფედერაციას მომდევნო 4 წლის
მანძილზე უხელმძღვანელებს.
არჩევნებს, ხმის მიცემის უფლების მქონე
ფუტსალის კლუბების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის
ფედერაციის პრეზიდენტი -
ზვიად სიჭინავა და სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე -
ირაკლი
სამყურაშვილი ესწრებოდნენ.
სპორტის დეპარტამენტის
პრესსამსახური