ბაქოს ,,ინტერმა’’ გასვლით შეხვედრაში ნეფთჩისთან 0:1 წაგებით ლიდერობა დაკარგა და მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა. მატჩის დასრულების შემდეგ ,,ინტერი’’-ს ქართველმა თავკაცმა ვერ შეიკავა ემოციები და ჯერ ტრიბუნაზე ,,შუა თითი’’ აჩვენა მეტოქის ფანებს, შემდეგ დემარშის ნიშნად დატოვა საპრესკონფერენციო დარბაზი და სრული იგნორირება მოახდინა ჟურნალისტების, მხოლოდ საჯაროდ მიულოცა ოპონენტებს და იმ პირებს გამარჯვება, რომლებიც მოელოდნენ მათ მარცხს.
მის ამ ქმედებებს მკაცრი შეფასებები მოყვა, მედიამ მასზე დაწერა: ,,მხოლოდ ცხადაძეა იმაში დამნაშავე რაც მის კლუბში ხდება, ასე რომ გარეთ მიზეზების ძებნა ყოვლად უადგილოა. მისი გამწარება ალბათ იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე 4-ტურით ადრე დაკარგული ლიდერობა შესაძლოა ჩემპიონობის დაკარგვადაც დაუჯდეს.’’
,,ნეფთჩი’’ს თავკაცმა კი ცხადაძის საქციელზე განაცხადა: ,,რა უნდა ვთქვა, ესაა მისი დონის განმსაზღვრელი რაც მან ჩაიდინა’’.